x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
დააკავეს 28 წლის რუსი ოფიცერი, რომელიც ნარკომანთან ერთად "ფალსიფიკატორიც" იყო.


image
რუსეთის დავდაცვის სამინისტროს ოფიცერი სამხედრო სამსახურს ნარკომანობას და ყალბი ფულის ბეჭდვასაც "უთავსებდა".
კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსი ოფიცერი, რომელიც ნარკოტიკული "თრობის" მდგომარეობაში იყო, მას თან აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. როგორც აღმოჩნდა "სამშობლოს დამცველი" სისტემატურად მოიხმარდა ნარკოტიკს და "ტიპოგრაფიული" მოწყობილობის დახმარებით ბეჭდავდა ყალბ რუსულ "რუბლს".
როგორც "ИА REGNUM"–ი იუწყება, 28 წლის ოფიცრის ბინაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული საშუალებები და ყალბი რუსული ფულის გარკვეული რაოდენობაც, კერძოდ 111 000 რუსული "რუბლი", 1000 "რუბლიანი" კუპიურებით. გარაჟის დათვალიერებისას კი აღმოჩენილ იქნა აღურიცხავი საბრძოლო მასალა, ფულის "დასაბეჭდი" მოწყობილობა და ნარკოტიკის შემცველი პრეპარატი "მეტამფეტამინი".
დაკავებული მოუყვა გამოძიებას, რომ უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც "ნარკომომხმარებელია" და მისი თქმით ნარკოტიკს "სტრესის" მოსახსნელად იყენებდა.
დაკავებული ოფიცერი ასევე (რომელიც საკმაოდ გათვიცნობიერებული აღმოჩნდა ნარკოტიკის წარმოების საკითხებში)აპირებდა თავად ეწარმოებინა "მეტამფიტამინი".
მიმდინარეობს გამოძიება, 28 წლის ოფიცერს რუსული კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება 10 წლამდე.

0
40
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0