x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ცნობილმა მომღერალმა სოფია როტარუმ, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი განაცხადა.



image
ცნობილი და პოპულარული მომღერალი, ქალბატონი სოფია როტარუ არ აპირებს პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ უარი თქვას უკრაინის მოქალაქეობაზე.
რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტმა სოფია როტარუმ, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყირიმში ცხოვრობს, უარი განაცხადა მიიღოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა.
ასეთი ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის ინფორმაციის მასობრივმა საშუალებებმა, მომღერლის შვილზე "დაყრდნობით". თავად ქალბატონი სოფიას განცხადებით, თუ ყირიმში სიტუაცია არ შეიცვლება და ყირიმი ოკუპირებული დარჩება, ის თანახმაა მიიღოს მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული უცხოელის სტატუსი, რომელსაც ექნება იქ ცხოვრების უფლება. სოფიას შვილის განცხადებით კი ისინი არ აპირებენ სახლის გაყიდვას, რომელიც იალტაში გააჩნიათ.
მას შემდეგ რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთება, ყირიმში მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობას აძლევენ, სწორედ ამ ფორმით შესთავაზეს მომღერალს მიეღო რუსეთის მოქალაქეობა, რაზეც მან უარით უპასუხა.
ჩემი აზრით სწორედ ესაა პატრიოტიზმი. სამწუხაროდ აფხაზეთიდან დევნილმა ქართველმა მომღერალმა დიანა ღურწკაიამ, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, განაცხადა: "მე ტაში დავუკარი რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლისას, როცა მან განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას მოაწერა ხელი".

6
241
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
241
  
2014, 2 მაისი, 11:19
ჰა ჰა :D მე უკვე ყველგან იტალია მელანდება
2014, 2 მაისი, 11:15
იალტაში. :))
2014, 2 მაისი, 11:12
იტალიაში სახლს რომელი საღად მოაზროვნე გაყიდის :)
2014, 3 აპრილი, 20:17
ძნელია არ დაგეთანხმო...
2014, 3 აპრილი, 20:11
ქართველებში , უმეტესობაში, პატრიოტიზმი მხოლოდ ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილია.
0 1 6