x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ინგლისში და უელსში შედგა პირველი ერთსქესიანთა ქორწინება
image ინგლისში და უელსში შედგა პირველი ერთსქესიანთა ქორწინება, მას შემდეგ რაც პარასკევს შევიდა ძალაში კანონი, რომელიც ნებას რთავს მსგავს ქმედებას.ძირითადი პოლიტიკური პარტიები მიესალმნენ ამ მოვლენას.

პრემიერ -მინისტრმა დევიდ კამერუნმა განაცხადა, რომ კანონში ცვლილება ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.თუმცა ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციები კანონში შეტანილი ცვლილებების წინააღმდეგი არიან.

კანონი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ დადებითად იქნა მიღებული შოტლანდიაშიც.კანონი იქ ოქტომბრის თვიდან შევა ძალაში.თუმცა ჩრდილოეთ ირლანდია ჯერჯერობით არ აპირებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:"ეს უიკენდი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ისტორიაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ტოლერანტობის და თანასწორობის ტრადიციას".


დილით ადრე დევიდ კამერუნმა Twitter-ზე დაწერა:"ვულოცავ გეებს, რომლებიც დაქორწინდნენ და ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს ამ ისტორიულ დღეს".image



პიტერ მაკეიკი და დევიდ კაბრეზა, რომლებიც ერთად 17 წელი ცხოვრობდნენ, ერთ-ერთი პირველები იყვნენ ვინც ოფიციალურად გააფორმეს ქორწინება.


ინგლისის ეკლესიის მეთაურმა, კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ ულიბმა განაცხადა, რომ ეკლესია აწი აღარ შეეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინებას:"კანონი შეიცვალა და ჩვენც იძულებულები ვართ შევეგუოთ შექმნილ სიტუაციას".

ნორვიჩის ეპისკოპოსი გრემ ჯეიმსი კი აღნიშნავს:"ინგლისის ეკლესია თვლის, რომ ქორწინება-ესაა მუდმივი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის". BBC -ის კორესპონდეტი რიტა ჩაკრაბარტი აცხადებს, რომ ინგლისში და უელსში იქნება ორი პარალერული განსაზღვრება, რა არის ქორწინება:სახელმწიფო და ეკლესიური.image















მოძღვარი ენდრიუ კეინი აპირებს დაქორწინდეს თავის პარტნიორთან.image

შონ-ადლ ტაბატაბაიმ და სინკლერ ტრედუეიმ ჯვარი დაიწერეს ლონდონის კამდენში.















1
32
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
32
  
2014, 30 მარტი, 15:20
კიდევ ერთხელ დამტკიცდა ,რომ კათოლიციზმი კარგად შენიღბული სატანისტური რელიგია არის,რაც მსოფლიო ქრისტიანობის 54.7 % წარმოადგენს.....
ინგლისში არის მასონთა მთავარი შტაბ ბინა, ანუ ინგლისში თუ დაამტკიცეს,ესე იგი ყველგან გავრცელდება!!!!
0 1 1