სხვა ცნობილი სპორტსმენების რჩეული ქალები 2014, 29 მარტი, 8:57 ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის ტომ ბრედის ცოლი, ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუდჰენია.წყვილს ორი შვილი ჰყავთ.ბრედისთვის ეს მეორე ქორწინებაა, ხოლო ჟიზელს 10 წელი ურთიერთობა ჰქონდა ლეონარდო დიკაპრიოსთან.
პორტუგალიელი ფეხბურთელის, მადრიდის "რეალის" ფორვარდის, ქრიშტიანუ რონალდუს რჩეული აგერ უკვე მეოთხე წელია რუსული წარმოშობის სუპერმოდელი ირინა შეიკია, თუმცა დაქორწინებაზე ჯერ არაა საუბარი. Victoria's Secret-ის ერთ-ერთი "ანგელოზი", ბრაზილიელი ადრიანა ლიმა სერბი კალათბურთელის მარკო იარიჩის ცოლია.სამწლიანი ურთიერთობების შემდეგ წყვილი ვალენტინობის დღეს დაქორწინდა.ჰყავთ ორი ქალიშვილი. ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბეკჰემს Spice Girls-ის ერთ-ერთი სოლისტი ვიქტორია ადამსი ტელევიზორის მეშვეობით შეუყვარდა, როდესაც მათ კლიპს უყურებდა.მათ 1997 წელს გაიცნეს ერთმანეთი.წყვილს ამჟამად 4 შვილი ჰყავს. "ნიუ-იორკ აილენდერსის"კანადელმა ჰოკეისტმა მაიკ კომრიმ და მომღერალმა ჰილარი დაფმა ერთმანეთი კურორტ აიდაჰოზე გაიცნეს.2012 წელს ვაჟიც შეეძინათ, თუმცა ამჟამად წყვილი დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მეგობრულ ურთიერთობას მაინც აგრძელებენ. ესპანელმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ და პოპულარულმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს. 2011 წელს შაკირა დაშორდა ყოფილ ბოიფრენდს და აგერ უკვე 3 წელია წყვილი ერთადაა, მიუხედავდ იმისა, რომ შაკირა მასზე 10 წლით უფროსია. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე იკერ კასილიასი და ჟურნალისტი სარა კარბონერო ოთხი წელია ერთად არიან, მათ შვილიც ჰყავთ.ჟურნალისტმა იკერი ინტერვიუს აღების დროს გაიცნო 2009 წელს."ფორმულა-1"-ის ბრიტანელმა ავტომრბოლელმა ჯენსონ ბატტონმა და იაპონელმა სუპერმოდელმა ჯესიკა მიჩიბატამ 2009 წელს გაიცნეს ერთმანეთი ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში.თებერვლის თვეში წყვილმა გამოაცხადა მომავალი ქორწინების შესახებ, რომელიც წელს შედგება. 61 4-ს მოსწონს
|