x
image
K.P.
როგორ ცხოვრობს და რას საქმიანობს უნივერსიტეტის კიბიდან გადმოგდებული გვანცა ადამია? დამნაშავე კვლავ ციხის გისოსებს მიღმაა

imageდაახლოებით ათი თვის წინ იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი გვანცა ადამია მეგობარმა და თანაკურსელმა ვანო ღონღაძემ ხელში აიტაცა, მესამე სართულიდან გადააგდო და გოგონას საკუთარი ჩანთაც ზედ დაანარცხა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანის დროს გვანცას ჰიპოოლემიური შოკი, ნეკნებისა და მენჯის მოტეხილობა, ღვიძლის მრავლობითი დაზიანება და მარჯვენა ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.image

გვანცა გამოჯანმრთელდა და უკვე სრულფასოვნად ცხოვრობს, თუმცა წარსული თავს ხშირად ახსენებს. უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შესვლა არ სიამოვნებს, ღამით გარეთ გასვლა კი ეშინია. 4 თვიანი წოლითი რეჟიმი მისთვის ძნელი გადასალახი იყო, გამოცდებიც შინ ჩააბარა. დღეს ერთი შეხედვით სრულფასოვანი სტუდენტია, სწავლობს და მუშაობს. გოგონა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დასაქმებული და სხვა სტუდენტები ძალიან შრომისმოყვარე თამშრომლად ახასიათებენ. გოგონა შინ მარტო ვერ მიდის, ეშინია სადმე ვანო არ შეეფეთოს, უნივერსიტეტიდან მეტრომდე კურსელებთან ერთად მიდის, მეტროსთან მშობლები ხვდებიან. ვანო ღონღაძე ციხეს გადაურჩა, სასამართლომ შეურაცხადად სცნო, ის ახლა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. გვანცასა და მის ოჯახს ეჭვი ეპარება სამედიცინო დასკვნის უტყუარობაში. გოგონას მკურნალობა ოჯახს საკმაოდ ძვირი დაუჯდა, ვანოს ოჯახი მათ არ დახმარებია. ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.imageimageimageimageimage



0
1831
3-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1831
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0