შოუბიზნესი შორენა ბეგაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა იჩხუბეს 2012, 9 მაისი, 22:03 ქართულ შოუბიზნეს ჩხუბი აკლდა და ესეც დაიწყეს, ჯერ შორენა ბეგაშვილმა და თიკო სადუნიშვილმა იჩხუბეს, ხოლო ეხლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენამ ისევ იჩხუბა ოღონდ ნანკა კალატოზიშვილტან. შორენასა და თიკოს ჩხუბის მიზეზი ალბათ იცით, “თბილის ლაივის’’ გადაცემაში დაუძაბეს. ერთ-ერთ სიუჟეტში თიკო შორენას სთხოვს, შენს სტილისტს, გუდუს აკოცეო. ბეგაშვილი თხოვნას არ უსრულებს, კამერის წინ არ ვკოცნიო. ამის შემდეგ თიკო ეკითხება - ამაზე უარესი რამ არ გაგიკეთებიაო? და საწოლის ცნობი კადრს ახსენებს ფილმიდან “ოცნების ქალაქი’’. ამის შემდეგ თიკო სთხოვს მე მაკოცეო, რომელსაც შორენა უსრულებს.-კოცნის მერე თქვენს შორის შავმა კატამ გაირბინა ეკითხებია თიკოს.-ჰო... ეტყობა მამაკაცებთანაც ასე ასრულებს... ორი დღის შემდეგ თიკო და შორენა შერიგდნენ, მაგრამ არ არსებობს, რომ მათ შორის რაიმე დაძაბულობა არ იყოს შემორჩენილი. რაც შეეხება ნანკასთან ჩხუბს, როგორც იცით ნანკა ახალი დაბრუნებულია გასტროლებიდან და ერთ-ერთ ინტერვიუში სადაც ნანკამ ჩვეულებრივად თავის თავზე ისაუბრა, დაუსვეს კითხვა, რატომ არ ხარ სორენა ბეგაშვილზე პოპულარულიო, რაზეც ნანკამ უპასუხა, რომ შორენასავით საწოლზე რომ ვტრიალებდე კიდევ უფრო პოპულარული ვიქნებიო, ეს ყველაფერი სიცილით განაცხდა, მაგრამმ როგორც ჩანს ეს მაინც არ ესიამოვნა შორენას და სერიოზული სკანდალი დაატეხა თავს ნანკას, ეს ყველაფერი შორენამ პირად შეურაცყოფად მიიღო, ამაზე პასუხი ფეისბუქზეც დაუწერია და კარგად არ მოუხსენებია ნანკა. საინტერესოა, რომ უკვე ორ ადამიანთან მოუვიდა შორენას ჩხუბი, არც ისეთი წყნარი ყოფილა, როგორც ჩანს. ალბათ, როგორც თიკოს ისევე ნანკას მალევე შეურიგდება, მაგრამ ცოტახანში ახალი მსხვერპლის გამოჩენასაც ელის. 211 3-ს მოსწონს
|