x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სკოლამ 70 000$ გადაიხადა იმის გამო,რომ 15 წლის მოწაფე აიძულა მათი თანდასწრებით Facebook-ის გვერდი გაეხსნა
image

ხუთშაბათს, 27 მარტს ადგილობრივი ამერიკული საინფორმაციო საშუალებები იუწყებოდნენ, რომ 15 წლის რეილი სტრეტონმა( Riley Stratton), ქალაქ მინევასკადან(შტატი მინესოტა)მოუგო საჩივარი საკუთარ სკოლას, რომელმაც მოწაფეს 70 000$ გადაუხადა.


ყველაფერი კი 2012 წელს დაიწყო, როდესაც რეილიმ Facebook-ზე შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა, რომ ვერ იტანს ერთ-ერთი მასწავლებლის თანაშემწეს.

გაიგეს რა კომენტარის შესახებ, სკოლის ადმინისტრაციამ მოზარდი აიძულა მათი თანდასწრებით ეთქვა პაროლი და გაეხსნა Facebook-ის საკუთარი გვერდი.აღსანიშნავია, რომ სკოლამ მშობლებისგან წერილობითი თანხმობა არ აიღო, როგორც წესითაა განსაზღვრული.ამასთანავე მოზარდი აიძულეს არა სკოლის, არამედ საკუთარი სახლის კომპიუტერიდან გაეხსნა აკაუნტი. ამასთანავე სკოლის ადმინისტრაციამ დასაჯა გოგონა და რამდენიმე ხნით ჩამოაშორა სწავლით პროცესს.



სასამართლოს მიმართა ამერიკის მოქალაქეთა უფლებების დაცვის კავშირმა."ადმინისტრაციამ რეილი დასაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ თავისი აზრი გამოხატა და მეგობრებს გაუზიარა, მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ თავის აზრი დააფიქსირა."-აღნიშნა მოქალაქეთა უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ უოლეს ჰილკემ.


მოხსენებაში ნათქვამია, რომ სკოლის ხელმძღვანელობამ დაარღვია მოწაფის კონსტიტუციური უფლებები.ადვოკატების განცხადებით სკოლის ადმინისტრაციას არა აქვს უფლებები ჩაერიოს და დასაჯოს მოწაფე სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო, ამასთანავე აიძულოს თქვას პაროლი და გახსნას მისი გვერდი.

სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აღარ მიეყვანა საქმე სახალხო სასამართლო გარჩევამდე და გოგონას კონპესაცია გადაუხადა.image

2
966
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
966
  
2014, 28 მარტი, 9:39
კი მასეა..და კიდევ ბევრი რაღაცეები
2014, 28 მარტი, 9:34
საქართველოსგან მეტად შორსაა ასეთი შემთხვევები:)
0 1 2