კულტურა სად და როგორ გაატარეს ვარსკვლავებმა ზამთრის არდადეგები "ბიკინებში"? 2014, 27 მარტი, 13:16 საშობაო არდადეგების დასრულების შემდეგ მსოფლიოს ვარსკვლავებმა ინტერნეტსივრცეში ფოტოები განათავსეს, სადაც ისინი ზამთრის არდადეგებზე თბილ ქვეყნებში ისვენებდნენ. მათ შორის საინტერესოა ჰოლივუდის ვარსკვლავის დემი მურის ფოტო სესია, სადაც მსახიობმა ახალი "ბოიფრენდის" - 27 წლის " ბარაბანჩიკის" შონ ფრაიდაის ფოტოებიც გამოამზეურა, რომელიც ჯგუფ "Dead Sara" -
ში უკრავს.როგორც ბრიტანული ყვითელი პრესა იტყობინება, დემი მურს უნდოდა დემონსტრირება მოეხდინა იმ ფაქტისა, რომ მსახიობი მარტო არაა.ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორ გადარჩა ეშტონ კატჩერი, რომელმაც "სკოლის მოსწავლეც" კი უწოდა თავის ყოფილ მეუღლეს.
არაჩვეულებრივ ფორმაშია მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელიც კოსტა რიკას სანაპიროზე ისვენებდა საყვარელ მეუღლესთან ტომ ბრედთან ერთად. ჯასტინ ტიმბერლეიქი და ჯესიკა ბილი კარიბის ზღვის კუნძულებზე ისვენებდნენ და დროს ძალიან მხიარულად ატარებდნენ, რაც კარგად ჩანს ფოტოებზე, რომლებიც მომღერალმა საკუთარ თვითერზე ატვირთა. ჯენიფერ ენისტონი, რომელზეც ყვითელი პრესა ჭორებს ავრცელებდა მსახიობის ფეხმძიმობის შესახებ, ფოტოებიდან იკვეთება, რომ ჰოლივუდის ვარსკლავი არ არის ფეხმძიმედ და ის შესანიშნავ ფორმაშია. 40 წელს გადაცილებული ვარსკვლავი ჰაიდი კლუმი ბაჰამის კუნძულებზე ბავშვებთან ერთად ისვენებს, სადაც მან საკუთარი ფიგურის დემონსტრირება მოახდინა და აღაფრთოვანა თაყვანისმცემლები.( ის ამჟამად შეყვარებულია და ბედნიერი ). ენ ჰეტევეი და ადამ შულმანი მაიამიში ისვენებენ. რუსმა მოდელმა ირინა შეიკმა დასვენება მექსიკის სანაპიროზე გადაწყვიტა, სადაც მან ფოტო სესია მოაწყო. ევა ლონგორიამ ზამთრის არდადეგები აკაპულკოში გაატარა. მსოფლიო ვარსკვლავმა ბიონსემ კი არდადეგები იამაიკაზე ჯეი ზისთან ერთად გაატარა. 37 9-ს მოსწონს
|