x
image
ირინა ნადაშვილი
გაუქმდება თუ არა მარხვა?

image


ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო მერვე საეკლესიო კრებაზე, რომელიც 2016 წელს უნდა ჩატარდეს, შესაძლოა განხილულ იქნას ისეთი საკითხები, რომელიც არსობრივ წინააღმდეგობაში იქნება ქრისტიანულ საფუძვლებთან, მაგალითად როგორიცაა, მარხვის გაუქმება!


როგორც მამა ბასილ ახლედიანი აცხადებს, ჩატარდება მსოფლიო მერვე საეკლესიო კრება, სადაც მიღებულ დადგენილებას, სასულიერო და ღვთიური მამები უარყოფენ.


"მსოფლიო მერვე სასულიერო კრება, რომელიც ახლა ჩატარდება, განიხილავს ისეთ საკითხებს, რომელიც არსობრივად იქნება წინააღმდეგობაში ქრისტიანულ საფუძვლებთან და ამიტომ მას ღვთის სულიერი მამები არ ცნობენ, შემდეგ ჩატარდება მეორე მსოფლიო კრება და სწორედ ის დაარეგულირებს არსებულ სულიერ პრობლემებს მსოფლიოში...



არის მოსაზრებები, რომ იქ მიუღებელი საკითხები დადგება, რომელიც მარხვას, საეკლესიო კალენდარს შეეხება...


მერვე მსოფლიო კრება ჩატარდება და მიიღებს ისეთ დადგენილებას, რომელიც სულიერი და ღვთიური მამების მიერ იქნება უარყოფილი, მომოხილული და შემდეგ ჩატარდება სულ სხვა ხასიათის კრება.’’



p.s. შეგახსენებთ რომ მსოფლიო საეკლესიო კრება — უმაღლესი ქრისტიანული სამღვდელოების კრებაა, სადაც წყდება უმნიშვნელოვანესი საეკლესიო საკითხები, აწესებენ სარწმუნოებისა და კულტის ნორმებს, ასწორებენ ან ადგენენ ახალ წესებს, აფასებენ ან უარყოფენ სხვადასხვა კონცეფციებს, განსაზღვრავენ ერესებთან ბრძოლის მეთოდებს, ამტკიცებენ დოგმებს და იღებენ ეკლესიის გაძლიერების ღონისძიებებს.(ვიკიპიდია)



პირველ ხნებში იწვევდნენ ბიზანტიის იმპერატორების ინიციატივით, რომელიც თავჯდომარეობდა კიდეც კრებას.


image

მსოფლიოს პირველი საეკლესო კრება ნიკეაში.

1
313
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
313
  
2014, 26 მარტი, 13:44
მარხვის გაუქმება ეს იგივა,რაც ქრისტემ იქადაგა რაც ბიბლიაში წერია, იმის უარყოფა... ასე რომ მარხვის გაუქმებაზე არავინ ისაუბრებს,ხალხმა არასწორედ გაიგო და სალაპარაკო თემაც გამოჩნდა:)))))))
0 1 1