საზოგადოება ნინო გაჩეჩილაძე: "ძლიერი კონკურენტი მოიშორეს", მსახიობის ბრალდებებს ნოე სულაბერიძე კრიტიკითვე პასუხობს 2014, 25 მარტი, 22:23 ნინო გაჩეჩილაძე პოპულარული ქართველი მსახიობია, რომელიც საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ნინო უკვე წლებია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიცაა. მუსიკალური ოჯახიდანაა და გადაწყვიტა ბედი პროექტ "ორ ვარსკვლავში" ეცადა. მსახიობმა პროექტი იმაზე სწრაფად დატოვა ვიდრე ვინმე მოელოდა. ნიკო ბერიძისა და ნინო გაჩეჩილაძის წყვილი ხომ ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა ჟიურის კრიტიკაც არ დაჰკლებიათ. ერთ-ერთ ტურში ნინომ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისი წარუმატებელი გამოსვლა გაუმართავი მოწყობილობის ბრალი იყო.
"ნურაფერი გაგიკვირდებათ მეგობრებო-"ეს საქართველოა", ყველაზე მეტი პარადოქსები აქ ხდება. მადლობა თქვენ, ყველას მხარდაჭერისთვის"-წერს ნინო სოციალურ ქსელში.
ნინოს მეწყვილე, ნიკო ბერიძე ამტკიცებს, რომ ჟიური ძალიან არაკომპეტენტური იყო მათ მიმართ. ჩვენი დუეტი შედგაო.
"ძლიერი კონკურენტი მოიშორეს, რომელიც თავის აზრს პირდაპირ გამოხატავს, ეს იყო და ეს. ალბათ, ვინმე კონკრეტული ფავორიტები ჰყავთ, რომლებიც უნდათ რომ ფინალში გაიყვანონ. რუსა მორჩილაძე ჩემი მისვლის დღიდან ამბობდა - ყველაზე ძლიერი ვოკალი ამ გოგოს აქვს და მღერისო"-ამტკიცებს ნინო გაჩეჩილაძე.
ნინოს ბრალდებებს კი პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ნინოს ხასიათშია რაღაც-რაღაცები სხვას გადააბრალოს. შეგახსენებთ, რომ ნინო გაჩეჩილაძის და, თაკო გაჩეჩილაძე მონაწილეობდა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში". მომღერალს სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა ჟიურის წევრ ია ფარულავასთან. დები მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ ჟიური თაკოს უსამართლოდ მოექცა. 531 3-ს მოსწონს 1-ს არა
|