საერთაშორისო გერმანიაში,საფოსტო ამანათში კოკაინი აღმოაჩინეს,რომელიც ვატიკანისთვის იყო განკუთვნილი 2014, 24 მარტი, 10:04
საფოსტო ამანათი, რომელიც ვატიკანისთვის იყო განკუთვნილი, გერმანიის საბაჟომ აღმოაჩინა.იუწყება New York Post-ი.
ტვირთი დაკავებული იქნა ლაიფციგის აეროპორტში.საფოსტო ამანათში 340 გრამი ნარკოტიკი იყო.
კოკაინი 14 პრეზერვატივში იყო ჩადებული და დამალული იყო ბალიშების პარტიაში, რომელიც ვატიკანისთვის იყო განკუთვნილი.ტვირთი სამხრეთ ამერიკიდან იყო გამოგზავნილი.
აღსანიშნავია, რომ მიმღებად ვატიკანის საფოსტო ოფისი იყო მითითებული.ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი ვატიკანის 800 მაცხოვრებლიდან მინიმუმ ერთ-ერთი იყო. ვატიკანის პოლიციამ ჩაატარა "სპეცოპერაცია", რომ ცხელ კვალზე დაეკავებინა "დამნაშავე", მაგრამ უშედეგოდ. კოკაინის ღირებულება 55 200$-ია. 41 4-ს მოსწონს
|