![თინა მახარაძე თავს ირაკლი ჩარკვიანს
ადარებს image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014032323213620468.jpg)
თინა მახარაძე საზოგადოებამ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო, ახლა კი პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოგვევლინა. თინა სულ ცოტა ხნის წინ გულწრფელი განცხადებების გამო დიდ ჭორების ქარ-ცეცხლში გაეხვა და ბევრმა საზოგადოებისათვის ნაცნობმა, თუ უცნობმა სახემ გულიანად ლანძღა. მსახიობმა საზოგადოების აზრი არაფრად ჩააგდო.
თინას ბებიამ სულ ცოტა ხნის წინ მოიცალა პრესის წასაკითხად და მთელი ღამე არ ეძინა... შვილიშვილმა კი დააიმედა ერთ დროს ირაკლი ჩარკვიანისაც არ ესმოდათო.
"ბაბუაჩემის გარდაცვალების გამო, ბებია მოწყვეტილი იყო ჩემს გარშემო ატეხილ წივილ-კივილსა და ღაწვების ხოკვას, ხოდა გუშინ "კვირის პალიტრა" გადაუშლია და რუბრიკაში "ჩვენებური ამბები" წაუკითხავს მთელი ეს სექსები. არ ეძინა მთელი ღამე.
"დურაკები, ეს დურაკებიო" - (მეტი ლანძღვა არ იცის) ბრაზობს ჟურნალისტებზე და თავის გაკეთებულ ნიგვზიან პამიდორს მიდებს და მიდებს თეფშზე.
-მომისმინე, -ვჭიჭყინებ გაღიზიანებული- თავის დროზე ირაკლი ჩარკვიანმა "შენ აფრენ" რომ გააკეთა, მთელი ქვეყანა აგინებდა და მერე ნელ-ნელა ჩაწვდნენ კონცეფც..
-აუჰ, რა მიყვარდა ეგ სიმღერაა.. - მეუბნება დარცხვენილი და სახე უბრწყინავს.
ბებიაჩემი, რუსუდან ვადაჭკორია-მახარაძე, ჰიპია, მეგობრებო!"-წერს თინა სოციალურ ქსელში.
ვუსურვოთ თინას წარმატებები და ბედნიერი მომავალი...
![თინა მახარაძე თავს ირაკლი ჩარკვიანს
ადარებს image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014032323215420468.jpg)
![თინა მახარაძე თავს ირაკლი ჩარკვიანს
ადარებს image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201403/2014032323220920468.jpg)
P.s ნუ შეგვჭამეთ ამ არსებით!