x
image
worldsport.ge
“ნაპოლის” ვერმალენი სურს

imageიტალიური “ნაპოლი” ლონდონის “არსენალის” მცველის – ტომას ვერმალენის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ იტალიური პრესა იუწყება.
28 წლის ბელგიელს “მეთოფეებთან” მოქმედი კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. მცველის ტრანსფერის თაობაზე, იტალიელები ინგლისელებს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში მიმართავენ. გარიგების ფინანსური დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ვერმალენმა 9 მატჩი ჩაატარა. ბელგიელი სასტარტო შემადგენლობაში 3-ჯერ მოხვდა.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0