საზოგადოება ტყეში მცხოვრები მეძავები 2014, 22 მარტი, 18:32 თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ 21-ს საუკუნეში, იტალიაში ტყეში და მინდვრებში ცხოვრობენ მეძავები. ყველაფერი კი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ნიგერიიდან არალეგალურად გადმოდიოდა ხალხი პომიდვრის ველებზე სამუშაოდ.როდესაც ფერმები დაიკეტა, ისინი უმუშევრად დარჩნენ და იძულებულები გახდნენ დანაშაულებრივი გზით ეშოვათ ფული.მათ დაიწყეს ნარკოტიკებით და მეძავებით ქვეყნის მომარაგება. არაოფიციალური მონაცემებით დღეს იტალიაში 10 ათასზე მეტი ნიგერიელი მეძავია, რომლებიც ძირითადად ნეაპოლის გარშემო არიან კონცენტრირებულები.მომავალი მეძავების იტალიაში მოხვედრა 60 ათასი ევრო ჯდება, ხოლო ისინი კლიენტს 10 ევროდ ემსახურებიან. დომიტიანას გზატკეცილი ჯერ კიდევ ჩ.წ. აღრიცხვით 95 წელს იქნა აგებული, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში ნეაპოლიტის ყურისკენ მიემართება.აქ 30 კილომეტრიანი მონაკვეთი ამჟამად დაკავებული აქვთ 600-მდე ტყეში მცხოვრებ ნიგერიელ მეძავს.ზოგიერთი მათგანის ასაკი 13-14 წელია. 1039 9-ს მოსწონს
|