x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135737
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
ხუთი კერძი რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო

გველიპირველი ადგილი დაიკავა "გველის ღვინომ" რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. როგორც ცნობილია ეს სასმელი ძალიან ძვირფასია, და დალევის შემდეგ გველს (ნაწილებად დაჭრილს) აყოლებენ. ეს კერძი/დასალევი ძალიან გავრცელებულია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩინეთი, ვიეტნამი და ა.შ. ამიტომ მადლობა თქვით თუ პაბში ლუდს მოგიტანენ იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მათ შეეძლოთ მოეტანათ დაკონსერვებული გველი :)
ტარანტულა
სურათზე გამოსახულია ლამაზი ქალბატონი, რომელიც ნახევრად შემწვარ ტარანტულას მიირთმევს. ეს კერძი თავისი უცნაურობით პოპულარული გახდა ამერიკაში და ევროპაში. ძირითადად იგი კუნძულ მადაგასკარიდან მოდის, სადაც მადაგასკარელი ტომები ყოველდღიურად მიირთმევენ შემწვარ ტარანტულას. რაც არ უნდა უგემური იყოს, მის მოსანელებლად კუჭს დაახლოებით 4 დღე სჭირდება, ამიტომ მე ნამდვილად არ გირჩევდით სუსტი კუჭის მქონდე ადამიანებს ტარანტულის გასინჯვას...


კვერცხი

მესამე ადგილს უდავოდ ასი წლის შენახული კვერცხი უნდა იმსახურებდეს. როგორც ჩანს ჩინეთში 1 საუკუნის შენახული კვერცხი დელიკატესად ითვლება და მისი ფასი ჩვეულებრივ რესტორანში 1500 $ -დან იწყება.


კალია


დარწმუნებული ვარ ზაფხულში თქვენც ძალიან გაწუხებდათ მათი შემოსევა... დიახ, მეოთხე ადგილს იკავებს შემწვარი კალია ! თურმე კალია ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინს. აზიაში მათი ნახვა ადვილად შეგიძლიათ : შემწვარი კალია შეგიძლიათ თავისუფლად შეიძინოთ ქუჩის მარკეტებში.

ზვიგენი

გგონიათ ეს ჩვეულებრივი საქონლის, ღორის ან ხბოს ხორცია? ან თუნდაც უარეს შემთხვევაში დაძველებული? არა, თქვენ ცდებით. ეს საკვები ითვლება დელიკატესად ისლანდიაში და ტრადიციული საკვებია. წარმოგიდგენთ ზვიგენის ხორცს ! ისლანდიელები ზვიგენის დაჭერის შემდეგ მარხავენ მას სპეციალურ სითხეში რამოდენიმე თვის განმავლობაში. შემდეგ ამოყავთ, ჭრიან ნაწილებად და ფენენ გასაშრობად. რამდენს გადაიხდიდით მის ერთ პატარა ნაჭერში? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის 60 $ ღირს...


რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ჩამოთვლილი ხუთივე კერძი ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის, უფრო მეტიც, ზოგი ექიმი კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ, სწორად ამ საკვებებს ხმარობს.

0
230
2-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:DL1MP1K
DL1MP1K
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0