საზოგადოება თინა მახარაძე ქართულ ოჯახსა და ქართველ მამაკაცებს აკრიტიკებს 2014, 20 მარტი, 23:58 თინა მახარაძე საზოგადოებამ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო, ახლა კი პოპულარულ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოგვევლინა. თინა სულ ცოტა ხნის წინ გულწრფელი განცხადებების გამო დიდ ჭორების ქარ-ცეცხლში გაეხვა და ბევრმა საზოგადოებისათვის ნაცნობმა, თუ უცნობმა სახემ გულიანად ლანძღა. თინას მტკიცებით, საქართველოში ჯანსაღი ოჯახების ნაკლებობაა, რაც შეეხება ქალიშვილობას, ეს ყოველი ინდივიდის გადასაწყვეტია. "თუ ვიღაცას უნდა, პირველ ღამეს უბიწო და უმანკო იყოს, ეს მისი ცხოვრებაა და ასე გააკეთოს. ვთქვათ და, ქალიშვილი გათხოვდა, რაღაც ვერ აეწყო, ხომ უნდა განქორწინდნენ? ან მთელი ცხოვრება უნდა იტანჯებოდნენ. კიდევ ერთი მენტალურად მახინჯი ოჯახი ჩამოყალიბდება და მენტალურად მახინჯ შვილებს მივიღებთ... საქართველოში ხომ ოჯახი, როგორც ასეთი, არ არსებობს. ქმრებს "ნაშები" ჰყავთ, ცოლები რეცხავენ, ხეხავენ და ამბობენ, კაცი უნდა წავიდეს სხვა ქალთან, აბა, რა უნდა ქნას, ბოლოს მაინც ჩემთან მოვა, მთავარია, ის არ უყვარდესო"-ამტკიცებს თინა. მსახიობს ღალატის ატანა არ შეუძლია, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება თავს შეურაცხყოფილად არ ვიგრძნობ, რადგან ეს მისი ცხოვრებაა, სხვა მოეწონა და მასთან წავიდაო. თინას მტკიცებით ღალატი ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლებმა ერთმა ადამიანმა მეორეს გაუკეთოსო. თინას მეგობარი ბიჭი ჰყავს, თუმცა ჯერ დაქორწინებას არ აპირებს, არ სცალია, ბევრი გეგმა აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელოს. ვუსურვოთ თინას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 411 4-ს მოსწონს 4-ს არა
|