x
image
ტორნადო07
მამაკაცის თვალით დანახული ქალთა კოლექტივი
წარმოგიდგენთ იმ მამაკაცის თვალთახედვას, რომელიც მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებულ კოლექტივში მოხვდა. ვნახოთ როგორ იცვლება მისი აზრები იმის მიხედვით რაც უფრო დიდ დროს ატარებს ამ კოლექტივში.image


პირველი კვირა სამსახურში:

იდეალურია!!! რა კარგ ადგილას მოვხვდი, რვა გოგონა ერთ ოთახში, აირჩიე რომელიც გინდა. მართლაც რა კარგია ქალებთან ერთად მუშაობა, სისუფთავე, მყუდროება, ყვავილები, კაქტუსები! სადილით გიმასპინძლდებიან, მადლობას გიხდიან! მარჯვნივ გაიხედავ ვიღაცის ლამაზი ფეხებია, მარცხნივ გაიხედავ უკანალი, შენს წინ კი თავბრუდამხვევი მკერდია. ყველა ჩუმად რაღაცას აკეთებს, სამსახურებრივ საკითხებზე ჩუმი ხმით მსჯელობენ, არავინ იგინება და არ ყვირის. თვალებს აჟუჟუნებენ! კეკლუცობენ! ხალხო სამოთხეში ვარ!



სამსახურში ერთი თვის შემდეგ:

მკერდი ჩემს წინ გათხოვილია, ყველაზე ლამაზი ფეხები ლესბოსელს ეკუთვნის. საბოლოო ჯამში კი არაფერი! ვმუშაობ სამი მიმართულებით: ასაკიანი ქვრივი ფანჯარასთან, ახალგაზრდა სტაჟორი გოგონა კარებთან და მკერდსაც რა თქმა უნდა არ ვტოვებ (თუ პატარა შანსი მაინც არსებობს უნდა გამოვიყენო). ქვრივს სადილები მოაქვს, სტაჟორს მეტრომდე მივყავარ მანქანით, მკერდი კი მამხნევებს. გუშინ გოგონებს გარყვნილი ანეკდოტი მოვუყევი, გაწითლდნენ მაგრამ გაეცინათ – ნორმალური ქალები არიან! უყვართ საიდუმლოებები – შეიკრიბებიან ვინმეს კომპთან და ჩურჩულებენ, მივუახლოვდები თუ არა მაშინვე იშლებიან. საკმაოდ ვხალისობ მათ ქცევაზე.


სამი თვე სამსახურში:

მკერდი სამსახურიდან წავიდა, სტაჟორთან არაფერი გამოვიდა, ქვრივი სხვა ობიექტზე გადაერთო. სადილის მორთმევა, გაღებვა და ჩურჩული შეწყვიტეს. თავის საფენებზე ხმამაღლა საუბრობენ... ღმერთო ჩემო რა "ნავაროჩენადაა" ყველაფერი თურმე. გავდივარ მასტერ კლასს "ქალის ორგაზმი ჩაიდნებისათვის", ინფორმაციას პირველადი წყაროდან ვიღებ, ვისწავლე ნამდვილი და მოჩვენებითი ორგაზმის გარჩევა. ეჰ! იქნებ გამიმართლებს და საქმე პრაქტიკამდე მივა? დავდივარ ფუნთუშების მოსატანად, დამაქვს მძიმე საქაღალდეები, ადგილებს ვუცვლი მაგიდებს. გაძლებით ვძლებ მაგრამ რა იქნებოდა ერთი კაცი კიდევ რომ იყოს აქ? უფრო სახალისო იქნებოდა.


ნახევარი წელი სამსახურში:

მე ყველაფერი ვიცი! დაზღვევის გინეკოლოგი მამაკაცია, ორსულობისას ხშირად გინდა ტუალეტში გასვლა, ლიფი და საცვალი ერთი ფერის უნდა იყოს, ისევე როგორც ლაქი ფეხის და ხელის ფრჩხილებზე, ლერეალი მაგარია... დაკიდევ მრავალი სხვა. ქალები ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში რატომღაც ყოველთვის მე მხვდება. სკანდალის ნიშნების შემჩნევისთანავე ვიკუმშები და ვცდილობს სკამის ფორმა მივიღო. რა რთულია მათთან ერთად მუშაობა, რა იქნება ერთი ნორმალური კაცი მაინც აიყვანონ რა.


7 თვე სამსახურში:

რა არის პოსტ დედობრივ სინდრომზე და 8 მარტზე უარესი? მხოლოდ ის რომ ეს სინდრომი შენთან ერთ ოთახში მჯდომ 8 ქალს აქვს. მე ჩუმად ვარ, ვცდილობ ვიყო გამჭვირვალე, მთავარია არ ვიმოძრაო თორემ შეიძლება სტეპლერი მითავაზონ თავში. ვუყიდე ტორტი, ფუჰ მაგრად შევცდი ყველა დიეტაზეა. მიშველეთ!!! მე ჯოჯოხეთში ვარ.


1 წელი სამსახურში:

გუშინ განყოფილების უფროსად დამნიშნეს. მაშინვე სამსახურში ავიყვანე ერთი მკერდიანი და ერთი ლამაზფეხებიანი. გადავყარე ყველა კაქტუსი და სტეპლერი. ისევ დაიწყეს ჩემი გამოკვება, ღიმი და დუმილი. მკერდი ჩემს გვერდით დავსვი. მაინც კაიფია რა ქალთა კოლექტივში მუშაობა.


2
83
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
83
  
2014, 21 მარტი, 9:21
მადლობა :)
2014, 20 მარტი, 22:12
:)) ძალიან სახალისოა. თან კარგი სტილია, მომეწონა. :)
0 1 2