x
image
პერსეპოლისი
შავ-თეთრი საბჭოთა კავშირი (ფოტოები).

1922 წელი ვისთვის საშინელი, ვისთვის კი საუკეთესო ხანის დასაწყისია. ქართველი ერი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულა ჩაკეტილი, „37 მანეთიანი“ საბჭოთა კავშირის ავკარგიანობაზე და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შეთანხმდება, სანამ იარსებებს „საბჭოთა ადამიანი“, რომელსაც პირადად გამოუცდია ეს ყველაფერი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, უდავო ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.ეს ყველაფერი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, რომლის გავლენაც დღემდე იგრძნობა შიგადაშიგ.
ერთ-ერთმა ამერიკულმა, წარმატებულმა პორტალმა, საბჭოთა
კავშირის დროინდელი შავ-თეთრი ფოტოების ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველანაირი პროფესიის, ასაკისა და ტიპის ადამიანის ცხოვრება, რომლებიც მოქმედებაში არიან გადაღებულნი. ამ ფოტოებში იგრძნობა თავისუფლებაც და ცნობილი პოლლიციური რეჟიმიც. ის რეალობა, რომელიც დღესაც იგრძნობა საბჭოთა კავშირის
გარეშე, რადგან ეს გაუცნობიერებელი თვისებები ადამიანის ბუნებაში ზის.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

5
242
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
242
  
2014, 23 მარტი, 1:11
რა ქვეყანა დავანგრიეთ :))))))))))))))))
2014, 21 მარტი, 19:16
გაცილებით ბედნიერი ცხოვრება იყო ვიდრე ახლა არის,გაცილებით ცოტა პრობლემა არსებობდა.გაცილებით ბევრი ღიმილი იყო სახეებზე.
2014, 21 მარტი, 13:43
მშვიდობა იყო,მაგრამ ათეისთური და შებოჭილი მშვიდობა:)
2014, 20 მარტი, 23:34
ახლა ამ სურათებს რომ ნუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ დღევანდელ რუსეთში არაფერი შეცვლილა.......იგივე სტილი,იგივე ცხოვრების წესი
2014, 20 მარტი, 23:10
ვისაც მაშინდელი დრო მოსწონს, იმას ეხლანდელი ჩრდილოეთ კორეაც უნდა მოსწონდეს, მაგრამ არ მოსწონთ რატომღაც,დასცინიან კიდეც.
0 1 5