სხვა შავ-თეთრი საბჭოთა კავშირი (ფოტოები). 2014, 20 მარტი, 23:06 1922 წელი ვისთვის საშინელი, ვისთვის კი საუკეთესო ხანის დასაწყისია. ქართველი ერი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულა ჩაკეტილი, „37 მანეთიანი“ საბჭოთა კავშირის ავკარგიანობაზე და ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შეთანხმდება, სანამ იარსებებს „საბჭოთა ადამიანი“, რომელსაც პირადად გამოუცდია ეს ყველაფერი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, უდავო ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირი მისი დაარსების პირველი დღიდანვე და მის დაშლამდე იყო ე.წ. პოლიციური სახელმწიფო, რომელშიც თვალყურს ადევნებდნენ მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს. სიტყვის, მოგზაურობის, განათლების, ეკონომიკის და სხვა თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა.ეს ყველაფერი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია, რომლის გავლენაც დღემდე იგრძნობა შიგადაშიგ. 242 11-ს მოსწონს 1-ს არა
|