საზოგადოება სოფელ თამარისში 17 წლის გოგონა 51 წლის მეზობელმა გააუპატიურა, აწამა და დაწვა 2014, 20 მარტი, 18:16 საზარელი შემთხვევა მოხდა მარნეულის რაიონში, სოფელ თამარისში. 51 წლის მამაკაცმა 17 წლის გოგონა ჯერ გააუპატიურა, აწამა და დაწვა.
როგორც მეზობლები ყვებიან მამაკაცმა არასრულწლოვანზე ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი ბლაგვი საგანი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა. როგორც ჩანს მამაკაცს შეეშინდა, ჩადენილი დანაშაულის გამოაშკარავების და სცადა დანაშაული დაეფარა. მან გოგონას გვამი ეზოში გაიტანა, დაწვა და იქვე დამარხა. თანასოფლელები ამტკიცებენ, რომ მამაკაცმა 17 წლის გოგონას სახელით წერილი დაწერა, რომელშიც გოგონა მშობლებს გათხოვების შესახებ ატყობინებდა. წერილის პოვნის შემდეგ ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. სამძებრო სამუშაოები სოფელში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. გოგონას ცხედარი კინოლოგების ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინეს.
"გოგონა მოძალადეს გაუძალიანდა და სახეც ჩამოკაწრა. მამაკაცს ურო ჩაურტყამს და ყელი გამოუჭრია"-განაცხადა თანასოფლელმა.
სოფელი მამაკაცის გასამართლებასა და თუნდაც სამუდამო პატიმრობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მათ უნდათ მამაკაცი სოფელს გადაეცეს და ლინჩის წესით გაასამართლონ. ცხადია ეს არ მოხდება, მაგრამ სავარაუდოდ მოძალადე სოფელში ვეღარ დაბრუნდება. მამაკაცს დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა ელის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 51 წლის მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. 460 3-ს მოსწონს 1-ს არა |
.ვისაც ქოცები ევასება უფალს ვთხოვ მისი ნაგრამი ასეთი საზარელი სიკვდილით ჩაკვდნენ