საზოგადოება ამერიკელმა გოგონამ თავის ქალწულობა აუქციონზე გაიტანა 2014, 20 მარტი, 17:52
27 წლის ამერიკელმა სტუდენტმა, რომელიც თავის თავს ელიზაბეტ რეინს უწოდებს თავის ქალწულობა აუქციონზე გაიტანა.
პოტენციური მყიდველების მისაზიდად მან ინტერნეტში თავის ფოტოები განათავსა, თუმცა სახე დაფარული აქვს.როგორც თვითონ ახალგაზრდა ქალი წერს, მას მხოლოდ ფული აინტერესებს იუწყება Mirror-ი.
ელიზაბეტ რეინი-ეს უფრო გამოგონილი სახელია, როგორც გოგონა იუწყება თავის საპასპორტო მონაცემებს მხოლოდ აუქციონით გამარჯვებულს აუწყებს.ქალწულობის დაკარგვა უცნობ მამაკაცთან მან 250, 000 £-თი შეაფასა.
იგი აგრეთვე აფრთხილებს პოტენციურ კლიენტს, რომ მას არ აინტერესებს შემდგომი ხანგრძლივი ურთიერთობა ან მამაკაცის გარეგნობა, მას მხოლოდ მისი საფულე აინტერესებს.თანხის საფასურად პაემანი მხოლოდ 12 საათი გაგრძელდება. გოგონა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში არასდროს უნახია შიშველი მამაკაცი და არც თვითონ გაუხდია ტანისამოსი მათ წინაშე. აღებული თანხიდან 35% აპირებს გადაურიცხოს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება განვითარებადი ქვეყნების ქალებს განათლების მიღებაში.იმის გამო, რომ ამერიკაში პროსტიტუცია კანონით აკრძალულია, მან სიდნეიში დაიქირავა აგენტი და მოქმედება მისი მეშვეობით დაიწყო. რეინი წერს რომ იგი სამედიცინოზე სწავლობს, მალე ექიმი გახდება და მომავალს ცისარტყელას ფერებში ხედავს. აუქციონი ძალაში 1 აპრილიდან შევა. 59 2-ს მოსწონს 1-ს არა
|