x
image
K.P.
16 წლის თელაველ გოგონას ოჯახი გათხოვებას აიძულებდა, რის გამოც თავი მოიკლა
imageბოლო დროს საქართველოში მოზარდებში თვითმკვლელობის მაჩვენებელმა იმატა. ხშირად გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის მიზეზსაც კი ვერ ადგენს.

თელავის რაიონის სოფელ ჯარაყალაში 16 წლის გოგონამ ციცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონას შეყვარებული ჰყოლია, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს თვალში არ მოუდიოდა. გოგონას მამამ კი რომელიც ყაზახეთში ცხოვრობდა განკარგულება გასცა, სასწრაფოდ დაენიშნათ მისი ქალიშვილი სხვა მამაკაცზე. 16 წლის ახალგაზრდას გათხოვება არ სურდა, თანაც სასიძო მისთვის არასასურველი მამაკაცი გახლდათ. როდესაც ოჯახის წევრები შინ არ იყვნენ, გოგონამ ჩანაფიქრი განახორციელა და თავი მოიკლა. შინ დაბრუნებულებს, ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარის შესახებ ინფორმაცია პირველად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

ამ დროისათვის უკვე დაკითხეს გარდაცვლილის ოჯახის წევრები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს: "თვითმკვლელობამდე მიყვანა ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე".

საინტერესოა, მიეცემიან თუ არა გარდაცვლილის ოჯახის წევრები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში?


image

1
284
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
284
  
2014, 19 მარტი, 20:10
ძალიან ცუდია ფაქტია,მაგრამ ამ ასაკის გოგოები ზოგჯერ მარტლაც ისეთ ბიჭს შეიყვარებენ ხოლმე,ოჯახის წევრები ნათლად ხედავენ რომ თავს იღუპავს მათი შვილი და რათქმაუნდა მშობელი ამ დროს ყველა ღონეს ხმარობს რომ დაიცვან თავისი შვილი მოსალოდნელი უბედურებისგან,მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ცუდად დასრულდა ეს მცდელობა...
0 1 1