საზოგადოება ცნობილების შვილები, რომლებიც მშობლებთან ერთად არ იზრდებიან 2014, 18 მარტი, 21:16 ცნობილი ქართველი დედები ხშირად არც ისე სამაგალითონი არიან, როგორც ეკრანებსა და ყვითელი პრესის ფურცლებზე ჩანან. ზოგიერთებმა საკუთარი შვილები ბებია-ბაბუებთან საცხოვრებლად განამწესეს. საზოგადოების ერთი ნაწილი ირწმუნება შვილების თავიანთთან გაზრდას არ კადრულობენო, მეორენი კი ამტკიცებენ ცნობილები ასე საკუთარი შვილების კეთილდღეობისათვის იქცევიანო.
ნანუკა ჟორჟოლიანმა გათხოვების შემდეგ საკუთარი ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე დედასთან განამწესა საცხოვრებლად. თვითონ, მეუღლესთან, ირაკლი კოდუასთან და ვაჟთან, საბასთან ერთად კი ცალკე ცხოვრობდა. დედა-შვილს მხოლოდ ერთი სართული აშორებდა. ნანუკა ხშირად უხდის მადლობას დედას, ასეთი კარგი შვილი გამიზარდეო.
თიკო სადუნიშვილი კარგი დედობით ვერ დაიკვეხნის. იმასაც ამბობდნენ, თიკოს დედობის უფლება ჩამოართვესო, რაც თავად უარყო. "ჩემი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს, კვირაში ორი დღე მამამისთან, ჩემთანაც არის, განაწილებული გვყავს, იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებ ყოველდღიურად ისეთი დედობა გავუწიო, როგორიც საჭიროა. სანამ ძიძა მყავდა კიდევ ვახერხებდით ერთად ცხოვრებას"-გვიამბო თიკომ.
ნონო ჩხეიძეს ერთი ქალიშვილი ჰყავს, პატარა მარიკო. გოგონა ბებიასთან იზრდება. ნინოს მტკიცებით, მას ქალიშვილისთვის ცოტა დრო აქვს, ასე უფრო მშვიდადაა და მარიკოსთვისაც უკეთესიაო. ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ქალიშვილი მარიკო ბებიასთან, ლელას დედამთილთან იზრდება. გიგა ბოკერიას ცოლმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ქალიშვილი საკუთარ დასთან ერთად საფრანგეთში "გახიზნა". "მაგრად მიხარია ისეთ გარემოში რომ იზრდება, სადაც ჰომოსექსუალიზმის ჰაერწვეთოვანი გზით გადადების არ ეშინიათ, პირადობის მოწმობებში მხეცის ნიშნებს არ ეძებენ და რელიგიურ უმცირესობებს ლოცვას არ უშლიან"-ამტკიცებს ჩერგოლეიშვილი. 1262 3-ს მოსწონს 1-ს არა
|