საზოგადოება ცნობილი ქართველები და მათი არანაკლებ ცნობილი შვილები 2014, 17 მარტი, 20:27 ხშირია შემთხვევები, როდესაც შვილი მშობლის გზას ირჩევს. ქართული შოუბიზნესიც მეტნაკლებად გვანებივრებს ცნობილი მშობლებითა და შვილებით.
ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დაუღალავი შრომის შედეგაფ გახდა ცნობილი. მისმა ქალიშვილმა მარიამ გეგუჩაძემ კი სახელი დედის წყალობით გაითქვა.
მომღერალი ეკა კახიანი უკვე წლებია საზოგადოების ყურადღებიც ცენტრში ტრიალებს. მისი ქალიშვილი, ნინი ბადურაშვილი კი ბავშვობიდან ძალიან პოულარულია. ის იმ ერთეულთაგანია, რომელთა შესახებ საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს. ნუკა კვალიაშვილი საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. ის ცნობილი დედის, მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი გახლავთ. 16 წლის ლიზა ყენია მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილი გახლავთ. ლიზამ დედის გზა აირჩია, ისიც მომღერალია. გოგონა რამდენიმე საბავშვო კონკურსის გამარჯვებულიცაა. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობის, ზურა ყიფშიძის ვაჟი გიორგი ყიფშიძე მამის მსგავსად მსახიობია. იყო დრო, როდესაც შვილი მამას ეჯიბრებოდა, ახლა კი უბრალოდ მისით ამაყობს. ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის ქალიშვილი ეკა მამალაძეც მომღერალია. ეკას ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე კი ბებიისა და დედის მსგავსად სიმღერითაა დაკავებული. ქართველი მსახიობის, თამარ მაყაშვილის გზა აირჩიეს მისმა ქალიშვილებმა, რუსკა და ნინუცა მაყაშვილებმა. გოგონებმა დედას ტოლი არაფერში დაუდეს. 327 3-ს მოსწონს 1-ს არა
|