x
image
worldsport.ge
ვიშვანათან ანანდი ერთპიროვნული ლიდერია

imageგრძელდება ჭადრაკში პრეტენდენტ ვაჟთა ტურნირი, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობს. მე-3 ტურში მხოლოდ შავებით მოთამაშე მსოფლიოს ექსჩემპიონმა ვიშვანათან ანანდმა (ინდოეთი) შეძლო გამარჯვების მოპოვება, რომელმაც აზერბაიჯანელ შახრიარ მამედიაროვს მოუგო. ანანდმა 3 შესაძლებლობიდან 2, 5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია.
მე-3 ტურის ტექნიკური შედეგები:
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - სერგეი კარიაკინი (რუსეთი) 0, 5:0, 5
პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) - ვლადიმერ კრამკინი (რუსეთი) 0, 5:0, 5
ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი) - ლევან არონიანი (სომხეთი) 0, 5:0, 5
შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) 0:1
სატურნირო მდგომარეობა მე-3 ტურის შემდეგ:
1. ანანდი (2, 5 ქულა); 2-3. სვიდლერი, კრამკინი (2-2); 4-5. არონიანი, ტოპალოვი (1, 5-1, 5); 6-7. კარიაკინი, ანდრეიკინი (1-1); 8. მამედიროვი (0, 5)დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. მე-4 ტურის პარტიები 18 მარტს გაიმართება.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0