შოუბიზნესი სოფო ნიჟარაძე ორსულადაოო? 2012, 9 მაისი, 10:43 საქართველოში თუ პოპულარული ხარ, თანაც ლამაზი მაშინ "შენი საქმე წასულია" რადგან თბილისი არის ყველაზე დიდი ჭორების ქალაქი, ერთ დღეს შეიძლება მოგკლან, მეორე დღეს გაგათხოვონ და ასე. 1 წელია ყველაზე მეტი ჭორი დადის სოფო ნიჟარაძეზე, ის ნამდვილი რეკორდსმენია ამ მხრივ. საუბარია მისი ტუჩებზე, ამბობენ, რომ ეს ნამდვილი არ არის და პლასტიკური ქირურგიის წარმატებაა, ხან ვის შეყვარებულათ წარმოადგენე ხან ვის. ყველაზე "საშინელი" ჭორი ალბათ ის იყო, რომ სოფო ნიჟარაძე გარდაიცვალაო, ეს ინფორმაცია მთელ ინტერნეტ სივრცეს მოედო, რომ მანქანით მოდიოდნენ და ხრამში გადაიჩეხნენო, ამას მართლა დიდი აჟიოტაჯი მოჰყვა, მოედო ფორუმებს, სოციალურ ქსელებშიც და ბოლოს და ბოლოს სოფომვე განაცხადა თავის ფან გვერდზე, რომ ის ცოცხალია და ამ ჭორების ავტორებს ცოტა გამოფხიზლებისკენ მოუწოდა, რადგან რთულია ასეთმა ადამიანმა ცხოვრებაში რამეს მიაღწიოს. ყველაზე მთავარის დროც დადგა, ბოლო პერიოდში სოფო რამდენჯერმე იყო გერმანიაში და თბილისელმა ჭორების მოყვარულებმაც სასწრაფოდ გაანძრის ტვინი ბევრი იფიქრეს რა მოეფიქრათ, ხან რაღაც დაავადება მოიფიქრეს მერე არ მოეწონათ, ძალიან რთული დაავადებისგან ალბათ შეეცოდათ, ბოლოს და ბოლოს ბევრი იფიქრეს თუ ცოტა გადაწყვიტეს და თქვეს, რომ სოფო ნიჟარაძე ორსულად არისო. არც ამ ჭორს ჩაუვლია აჟიოტაჟის გარეშე, ხალხი სასწრაფოდ ითხოვდა და სურდა გაეგო ვისგან იყო ფეხმძიმედ სოფო ნიჟარაძე, მაგრამ უშედეგოდ, რადგან სოფომაც დაადასტურა, რომ ეს სისულელეა, მაგრამ ბევრი მაინც არ იჯერებდა, უყურა როდის გაეზრდება მუცელიო, გავიდა დრო და სოფო ისევ ძველ ფორმაშია. ასე, რომ ჭორების მოყვარულებს იმედები გაუცრუვდათ. 399 5-ს მოსწონს 5-ს არა
|