x
image
მანჩო 777
თვითმფრინავების გაუჩინარების ყველაზე იდუმალი ფაქტები
შოკისმომგვრელმა გაუჩინარებამ თვითმფრინავისა, რომელიც ასრულებდა რეისს Malaysia Airlines MH370, მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. თვითმფრინავის და მისი მგზავრების ძებნა დღესაც გრძელდება. რა დაემართა 293 მგზავრსა და ეკიპაჟის 12 წევრს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი კუალა-ლუმპურიდან მალაიზიაში გაფრინდა ამა წლის 8 მარტს, დღემდე უცნობია. ის რადარებიდან გაქრა აფრენიდან ერთი საათის შემდეგ, 200 კმ-ის დაშორებით მალაიზიის ნაპირებიდან.

image

მოდით გავიხსენოთ ისტორიაში ყველაზე ცნობილი და გახმაურებული, იდუმალებით მოცული ფაქტები თვითმფრინავების გაუჩინარების შესახებ


ამელია ერხარტი


image

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტი ამერიკული ავიაციის ისტორიაში ეს არის პილოტი-ქალის ამელია ერხარტის გაუჩინარება.ამელია გაქრა თავის ორძრავიან მონოპლან "ელექტრასთან" ერთად წყნარი ოკეანის თავზე, კუნძულ ჰაულენდთან ახლოს 1937 წელს, როცა მსოფლიოს გარშემო გაფრენას ახორციელებდა. ერხარტი ცნობილი იყო, როგორც პირველი ქალი, ვინც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. მისი გაქრობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები იყო: ერთნი ვარაუდობდნენ, რომ ის ოკეანეში ჩავარდა, მეორენი ფიქრობდნენ, რომ ის მოიტაცეს მტრულად განწყობილი ქვეყნის აგენტებმა, მესამენი ამბობდნენ, რომ ის ცოცხალი გადარჩა და სახელ და გვარშეცვლილი სხვა ქვეყანაში დიდხანს ცხოვრობდა, ყველაზე ექსტრემალურად განწყობილები კი ვარაუდობდნენ, რომ პილოტი უცხოპლანეტელებმა წაიყვანეს. ფაქტი ერთია, რომ მისი და მისი მონოპლანის კვალი ვერსად იპოვეს.



ბერმუდის სამკუთხედი

image

თვითმფრინავების და გემების გაქრობების უამრავი ისტორია დაკავშირებულია ეგრეთწოდებულ "ბერმუდის სამკუთხედთან"-ეს არის უზარმაზარი ტერიტორია ატლანტის ოკეანეში ფლორიდას, პუერტო-რიკოს და ბერმუდის კუნძულებს შორის.

1945 წლის 5 დეკემბერს ამ რეგიონში გაქრა 5 თვითმფრინავი და სწორედ აქედან დაიწყო ლეგენდა ბერმუდის სამკუთხედის შესახებ. ამ რადიუსში ტარდებოდა სავარჯიშო მისია 5 სატორპედო ბომბდამშენისა, რომელთა აფრენიდან ნახევარ საათში მათი კვალი გაქრა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათ მოსაძებნად წასული 2 თვითმფრინავიდან ერთი ისევ უკვალოდ გაქრა.

ამის შემდეგ ამ რეგიონში კიდევ უამრავი თვითმფრინავი და ადამიანი გაქრა უკვალოდ.



Star Dust და მორზეს საიდუმლო კოდი

image

1947 წლის 2 აგვისტოს ბუენოს-აირესიდან გამოფრენილი თვითმფრინავი BSAA Star Dust, რომელიც არგენტინიდან ჩილეში მიფრინავდა, გაქრა ანდების თავზე, ისე რომ პასუხგაუცემელი დატოვა მრავალი კითხვა. თუმცა რადიოოპერატორმა მოასწრო გამოეგზავნა უკანასკნელი დაშიფრული დეპეშა მორზეს ანბანით :"STENDEC"

იყო რამდენიმე ვერსია, თუ რა დაემართა თვითმფრინავს, აგრეთვე იმისა, თუ რას ნიშნავდა გამოგზავნილი უკანასკნელი სიტყვა.არ გამორიცხავდნენ უცხოპლანეტელების თავდასხმას, თვითმფრინავის განზრახ აფეთქებას, დივერსიას.

თვითმფრინავ Star Dust-ის კვალი იპოვეს მხოლოდ 50 წლის შემდეგ, როცა ორმა არგენტინელმა ალპინისტმა ანდებში აღმოაჩინა ძრავის ნამსხვრევები და ტანსაცმლის ნაფლეთები. სავარაუდოდ, ის შეასკდა კლდეს და ამან გამოიწვია ზვავი, რომელშიც დაიმარხა თვითმფრინავის ნაწილები.



რეის 191-ის საიდუმლო

image

ეს ამოცანა მიეკუთვნება არა ერთ, არამედ მრავალ შემთხვევას ავიაციის ისტორიაში, როცა თვითმფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ რეისს ამ ნომრით, იკარგებოდნენ უგზო-უკვლოდ.

ერთ-ერთი საშინელი ავიაკატასტროფა ამერიკის ავიაციის ისტორიაში ეს იყო თვითმფრინავის - American Airlines 191 -ის დაღუპვა, რომელიც აფეთქდა ჩიკაგოში აფრენიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ. კატასტროფამ შეიწირა 258 მგზავრის და ეკიპაჟის 13 წევრის სიცოცხლე. შემდეგი კატასტროფა ამ ნომრის რეისისა მოხდა X-15 ექსპერიმენტალური თვითმფრინავით, რომელმაც პილოტების სიცოცხლე შეიწირა, უკანასკნელი კი 2012 წელს JetBlue Airways-ის თვითმფრინავზე, რეისის ნომერი ისევ ავბედითი 191 იყო.

ზოგიერთმა სუევერულმა ავიაკომპანიამ უარი თქვა ამ ნომრის რეისით თვითმფრინავების აფრენაზე.


სასწაული, რომელიც ანდებში მოხდა

image

ურუგვაის ავიახაზების ჩარტერული რეისით მფრინავი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 45 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იყო, მათ შორის რაგბის გუნდი მონტევიდეოდან, ჩამოვარდა ანდებში 1972 წლის 13 ოქტომბერს. თვითმფრინავში მყოფი 45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. ხელისუფლებამ არაფერი იცოდა ცოცხლად დარჩენილების შესახებ მთელი 72 დღე. კიდევ 6 მგზავრი დაიღუპა ზვავის ჩამოწოლის შედეგად, რომელმაც თვითმფრინავის ნამსხვრევებს გადაუარა, სადაც თავს აფარებდნენ ცოცხლად გადარჩენლები. სულ გადარჩა 16 ადამიანი, რომლებმაც კანიბალიზმის წყალობით დააღწიეს სიკვდილს თავი. ისინი თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან 72 დღის შემდეგ იპოვეს.

ამ ისტორიის მიხედვით 1993 წელს გადაღებული იქნა ფილმი "ცოცხლები".

12
474
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
474
  
2014, 16 მარტი, 21:53
არა, მე რასაც ვამბობ, ძველი ფილმია, ალბათ გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაღებული, შეიძLება 80-იანშიც.
2014, 16 მარტი, 15:34
არ ვიცი ეგ ფილმი, მასეთი დასახელების ერთია და 2013 წელსა გადაღებული, უნდა ვუყურო :)
2014, 15 მარტი, 22:19
ერთი ფილმი გამახსენდა მაგასთან დაკავშირებით, წლების წინ გადიოდა ეკრანზე :"საიდუმლო ექსპერიმენტი". აი სწორედ მაგაზე იყო ეს ფილმი-სამხედრო ხომალდის დროში ჩავარდანაზე,, როგორც თქვენ ამბობთ.
2014, 15 მარტი, 22:14
შავი ხვრელი სხვა რამა "Необъяснимо, но факт" ამ გადაცემაში იყო დროში ჩავარდნაზე საუბარი, ისე ეგ ხდება ანომალურ ადგილებში, თვითმფრინავი სადაც დაიკარგა არ მიეკუთნება მაგ არეალს და მაგიტომ გამორიცხეს ალბათ.
2014, 15 მარტი, 21:51
დროში მოგზაურობას გულისხმობთ? შავ ხვრელს?
2014, 15 მარტი, 21:50
აგენტებიო, უცხოპლანეტელებიო მოკლედ ყველაფერი ითქვა დროში ჩავარდნის გარდა, ამას რატომ არ ვარაუდობენ ნეტა?
2014, 15 მარტი, 16:41
გაიხარე:)
2014, 15 მარტი, 16:36
ასეთ სტატიას ნამდვილად ვერ ავუვლიდი გვერდს
2014, 15 მარტი, 16:33
მადლობა, ინ...ასე მგონია არავის აინტერესებს ასეთი სტატიები და მიხარია, როცა ეგეთი სიტყვები მესმის:)
2014, 15 მარტი, 16:31
აი ყოჩაღ მანჩო რა სულ სხაპასხუპით ჩავიკითე კაია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10