რელიგია მიმდევრებმა გურუ საყინულეში შეინახეს და მის გაცოცხლებას დაელოდებიან 2014, 14 მარტი, 23:19
იანვრის ბოლოს დაღუპული რელიგიური მოძღვარი გურუ-აშუტოშა მაჰარაჯა მიმდევრებმა საყინულეში შეინახეს იქამდე, სანამ იგი კვლავ არ გაცოცხლდება, იუწყება ბი-ბი-სი.
აშუტოშა მაჰარაჯას სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა პენჯაბის ხელისუფლებამ.მიზეზი გულის ინფარქტია, თუმცა მისი მიმდევრები და თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან რომ მათი წინამძღოლი არ მომკვდარა, იგი მხოლოდ ღრმა მეგიტაციაშია, ამიტომ საყინულეში შეინახეს და მის გაცოცხლებას დაელოდებიან.
მაჰარაჯა სათავეში ედგა მოძრაობა"ღვთიური ნათების მისიის გამოღვიძებას", რომელსაც 30 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
"ის მკვდარი არაა, მედიცინას არაფერი გაეგება ისეთი მეცნიერების, როგორიც იოგაა, მოვიცადოთ და ვნახოთ, ის აუცილებლად დაბრუნდება"-განაცხადა მაჰარაჯას პრეს-მდივანმა სვამი ვიშალალანდმა. გურუს ზუსტი ასაკი უცნობია, თუმცა ამბობენ რომ იგი დაახლოებით 70 წლის იქნებოდა. 1993 წელს კალკუტაში გარდაიცვალა ამავე რელიგიური ორგანიზაციის გურუ ბალაკა ბრაჰმაჩარი, მისმა მიმდევრებმა უარი თქვეს მის კრემაციაზე და განაცხადეს, რომ იგი გამოვიდოდა "მეგიტაციური ტრანსიდან". ასე ინახავდნენ 2 თვე. საბოლოოდ 450 პოლიციელმა შტურმით აიღო რელიგიური ცენტრი, გამოიტანეს გურუს გვამი და შემდეგ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კრემაცია გაუკეთეს. 58 7-ს მოსწონს
|