საზოგადოება ვინ და რატომ უძღვნის აბაზანიდან თიკა ჯამბურიას სიმღერებს? (+ვიდეო) 2014, 14 მარტი, 21:11
სამწუხაროდ, თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის. სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა შეყვარებული ვარ და ვთხოვდებიო. აღმოჩნდა, რომ ეს ექსპერიმენტი გახლდათ. მიზანი იყო, თიკას ყვითელი პრესის წარმომადგენლებისთვის ეთქვა, რომ კატეგორია ექსკლუზივის ქვეშ, მათ მიერ მოპოვებული მასალები ხშირად რამდენიმე წამში იქმნება და შემდეგ დაუსრულებლად მიდის ერთიდაიგივე თემებით და სახელებით მანიპულირება. ვიდრე ყვითელი საიტები თიკას ვითომ ნიშნობის ბეჭდის ზომაზე წერდნენ მომღერალი რამდენიმე ახალ სიმღერაზე სტუდიაში მუშაობდა. გავრცელებული სტატიების სათაურებითა და შინაარსით თუ ვიმსჯელებთ ჟურნალისტები წარსულს ეპოტინებიან, რადგან მომღერლის ახლანდელი და მომავალი რეალობის შესახებ არც არაფერი იციან. 181 4-ს მოსწონს 1-ს არა
|