საზოგადოება პაკისტანელმა მამაკაცმა თავით 155 კაკალი დაამტვრია 1 წუთში(ვიდეო) 2014, 13 მარტი, 13:40
პაკისტანელმა მამაკაცმა 1 წუთში 155 კაკალი დაამტვრია ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც პუნჯაბში გაიმართა.
რეკორდი მუჰამედ რაშიდმა დაამყარა, რომელიც საბრძოლო ხელოვნებითაა გატაცებული, რამდენ ხანს ვარჯიშობდა ან როგორ ისწავლა ასე სწრაფად კაკლის დამტვრება არ ზუსტდება.
წინა რეკორდი ეკუთვნის აშრიტა ფურმანს, რომელიც ნიუ-იორკში, 2013 წლის დასაწყისში დამყარდა, მან 1 წუთში 44 ბერძნული კაკალი დაამტვრია, ამასთანავე მას თავზე დამცავი შარფი ჰქონდა მოხვეული. რაშიდმა კი მასზე 3, 5-ჯერ მეტი კაკალი დაამტვრია, თანაც შუბლს არაფრით იცავდა. 25 2-ს მოსწონს
|