სხვა როგორ იღებენ ველური ფუტკრების თაფლს ჰიმალაის მთებში 2014, 12 მარტი, 21:12 ნადირობა თაფლზე-ეს ძველთაძველი ტრადიციაა ცენტრალური ნეპალის ხალხებში. ველური ფუტკრის თაფლს აქ იღებენ წელიწადში ორჯერ ჰიმალაის მთებში. თაფლზე მონადირეები ნამდვილი ალპინისტები არიან იმის გამო კი არა, რომ ეს მათი მოწოდებაა, არამედ გაჭირვება აიძულებთ იყვნენ გამოცდილი მთამსვლელები. ეს ადამიანები ნამდვილად რისკში აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს დედამიწაზე ყველაზე დიდი სკებიდან თაფლის ამოღების დროს.
ფოტოგრაფი ანდრეა ნიუი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ნეპალში და ცხოვრობდა რა პატარა მთიან სოფელში, აკვირდებოდა ამ საოცრად რისკიან ტრადიციას, რომელიც უკვე ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. "ასეული წლების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას ის ჩვევები და ცოდნა, რომელიც საჭიროა ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად"-ამბობს ნიუი. ყოველწლიურად მცირდება იმ უშიშარი და გაბედული ადამიანების რიცხვი, ვინც ველურ თაფლზე ნადირობს, რადგან ადამიანები ამჯობინებენ ფუტკრის მოშენებას შინაურ პირობებში. ასე გაცილებით ხელსაყრელია და უსაფრთხო, თუმცა ლამაზი ტრადიცია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ეს სამუშაო განსაკუთრებით საშიში იმიტომაცაა, რომ ფუტკრები სკებს აშენებენ ჩამონგრეულ ქარაფებზე-ასე უფრო კარგად იცავენ ისინი თავიანთ საკუთრებას ადამიანებისა და ცხოველებისაგან. რისკიანი ნადირობის შემდეგ შეიძლება შესვენება და მოპოვებული ნადავლის დაგემოვნებაც. 613 10-ს მოსწონს
|