საზოგადოება როგორ გამოიყურება აფხაზეთი დღეს 2014, 12 მარტი, 18:23 ამ თემას კიდევ ერთხელ ვუბრუნდები, ომის დამთავრებიდან 22 წელი გავიდა, ათასობით მსხვერპლი, 300 000 ლტოლვილი, აფხაზეთმა დამოუკიდებლობა 1992 გამოცხადა, კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა და ამ ტერიტორიაზე სამწუხაროდ ყველაფერი დროში გაიყინა. დღეს აფხაზეთის რეგიონი საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, თუ რა მოუტანა "დამოუკიდებლობამ" ნათელია, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.ქვემოთ წარმოდგენილია თანამედროვე აფხაზეთის სურათები, რომელიც ნამდვილად კარგ განწყობაზე არ დაგაყენებთ, მით უმეტეს იმათ, ვინც იქ დაიბადა და ცხოვრობდა. 615 4-ს მოსწონს
|