x
image
K.P.
სალომე ჭაჭუამ, შესაძლოა, ცეკვა ვეღარ შეძლოს, მოცეკვავეს ოპერაცია ესაჭიროება

imageმოცეკვავე სალომე ჭაჭუა საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიცნო და მალევე შეიყვარა. სალომეს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. მას ხერხემლის პრობლემები აქვს და ტკივილებიც ტანჯავს. სალომეს თიაქრის ოპერაცია ესაჭიროება, საქართველოში კი გარანტიას ვერავინ აძლევს, რომ ოპერაციის შემდეგ მისი ხერხემალი დატვირთულ გრაფიკს გაუძლებს და ცეკვას კვლავ განაგრძობს. სალომე სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავა, შვეიცარიაში თიაქარს ნემსით აქრობენ. მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა ფასს ვინ ჩივის, მთავარია სალომე თავს კარგად გრძნობდეს და ცეკვა შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუა ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური მოცეკვავეა. სულ ცოტა ხნის წინ მან საკუთარი სტუდია გახსნა, სადაც მოსწავლეებს ავარჯიშებს და ცეკვას ასწავლის. სალომე დაქორწინებულია მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე. წყვილის ქორწინება სულ რამდენიმე კვირას, ხოლო ურთიერთობა რამდენიმე თვეს ითვლის. ურთიერთობა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წყალობით დაიწყეს, თუმცა მაშინ ორივეს ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრება. პროექტის დასრულების შემდეგ კი საკუთარი რომანის შესახებ გვამცნეს. წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ ჯვარი დაიწერა და მოკრძალებული, მაგრამ ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა. სალომე წლების მანძილზე შეყვარებული იყო მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძეზე. 8 წლიანი ურთიერთობა კრახით დასრულდა.

სალომე ირწმუნება, რომ ცეკვა მისთვის ყველაფერია. წლების მანძილზე ბევრს შრომობდა, რომ დახვეწილიყო და კარგ მოცეკვავედ ჩამოყალიბებულიყო, განგებამ კი ასეთი უსიამოვნო სიურპრიზი არგუნა. ვუსურვოთ მას გამოჯანმრთელება...

image

0
865
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0