x
image
აკაკი79
იმედი წარმოსახვაში.

სულ თეთრ სამოსში შემოსილმა შემოაღო შენობის დიდი კარები და შეუჩერებლივ განვლო ხალხით სავსე დერეფანი, მისი საბურველი თეთრ ქათქათა სხივებს აფრქევდა და ვარსკვლავისებურ მოკიაფე კვალს ტოვებდა ცისფრად შეღებილ კედლებზე. შესასვლელში მყოფი უამრავი გაჭირვებული ადამიანი უცნაურად გაისუსა და გზა დაუთმო.
საკონტროლო პუნქტი, რომლის უკან რამოდენიმე თანამშრომელი იდგა, ჯიქურ გაიარა. დაცვამ შეჩერებაც ვერ გაუბედა მხოლოდ ერთი imageდაწვდა მკლავზე და ისიც უსულოდ დაეცა დაბლა.
უცნობი არც გაჩერებულა, ოდნავადაც არ შემკრთალა ისე აუღელვებლად აუყვა კიბეს, რომლის ქვემოთ კიდევ დიდხან მისრიალებდა ისედაც უჩვეულოდ გრძელი კაბის თეთრი ბოლო. ჰოლი გაიარა და დიდი დარბაზის კარები შეაღო, ამ დროს შიგნით პარლამენტის სხდომა მიმდინარეობდა სრული შემოადგენლობით. თეთი უცნობი შეუჩერებლივ მივიდა უახლოეს მიკროფონთან ისე, რომ არც არავისთვის უკითხავს და არც არავისთვის მიუქცევია ყურადღება “ვინ არის?” “რა ხდება?” “აქ საიდან გაჩნდა?” “ნეტავ რა უნდა?” ამ ფრაზებმა შემოიარეს კეთილმოწყობილი დარბაზი.
- ვინ ხართ თქვენ? რას მერჩით, რა დაგიშავეთ გაისმა მიკროფონში დიდი მბრძანებლური ხმით.
- თქვენ ვინ ხართ? კითხვითვე პასუხობს ლოყებღაჟღაჟა სპიკერი.
- თქვენ ხართ ქვენის ტვინი? ქვეყნის გონება? თქვენმა უმეცრებამ დიდი ზიანი მომაყენა, დიდი განსაცდელი დამატეხა თავს, მითხარით! მიპასუხეთ რას მერჩით?!
- მიკროფონი გამურთეთ!! დაცვას დაუძახეთ! იძახის სპიკერი და სავარძლიდან ნახევრად წამომდგარ პოზაში რჩება.
- გამორთულია ბატონო. ხელებს ასავსავებს რამოდენიმე დეპუტატი.
- თუ გამორთულია როგორ ლაპარაკობს? თითქმის ყვირის და გაკვირვებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს სპიკერი.
- არ ვიცი ბატონო, მისი მიკროფონი გამორთულია. მხრებს იჩეჩენ სხვები და გაოგნებულები შესცქერიან თითქმის გასხივოსნებულ უცხოს.
- შემომხედეთ!! სულ ყველამ შემომხედეთ! აი რა ქენით თქვე არამზადებო. მისულმა თეთრი მოსასხამი აიწია და იდაყვში გადაჭრილი ხელი აჩვენა დეპუტატებს, მერე მარჯვენა ფეხი მოიშიშვლა რომელიც მუხლამდე მოკვეთილი ქონდა.
- არ ვიცით ჩვენ რა შუაში ვართ თქვენს უბედრებასთან, გვითხარით ვინ ჩაიდინა ეს სისასტიკე და სრული პასუხისმგებლობით დავაკისრებთ მიეზღოს თავისი.
- თქვენნნ. თქვენ ჩაიდინეთ ეს სულყველამ ერთად ერთნაირი უტვინობით და უვიცობით, კუტობით, პატივმოყვარეობით და გაუმაძღრობით. საიდან მოხვედით რა რჯულისანი ხართ, რა სარწმუნოებისანი, უკვე რამდენი საუკუნეა ჩემებრ მზრუნველობით ვკვებავ ამ მიწა წყლის შვილებს, ღალატიც ბევრი ვიცი, გმირობაც, სიკეთეც, ბოროტებაც მაგრამ ასეთი უსახო, უღონო სხვის ჭკუას აყოლილი ჯერ არ მინახავს, სულ დაჭრილ დაქუცმაცებული ვყოფილვარ მაგრამ გულს არასდროს დაშავებია იმოდენად, რომ მოვმკვდარვიყავი. ახლა კი ვგრძნობ მკერდი მიხმება, ის მკერდი თქვენს მშობლებს, მათ მშობლებს და მთელ წინაპარს, რომ კვებავდა, გესმით რას ჩადიხართ!? გესმით რას იქმნთ!?
- დაცვა სად არის, გამოიძახეთ, რეებს გვეუბნება ნამდვილად გიჟია ვიღაცაა. ერთად გაისმა რამოდენიმე პარლამენტარის ხმა.
- გაჩუმდი, მთლად წარწყმენდილი ნუ ხარ. ჩუმად, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა რომელიღაცამ, მის ახლოს მყოფმა.
- ვის ლანძღავთ თქვენ? ეს პარლამენტია ბაზარი კი არა. ჯერ თავად გვითხარით ვინ ხართ! ან რას გვერჩით?
ერთერთი დეპუტატი ახლოს მივიდა და სახეზე ჩამოფარებული თეთრი საბურავის მოხსნა დააპირა. შეეხო თუ არა ცეცხლი მოეკიდა და წუთში ფერფლად ქცეული გაიბნა იატაკზე. შიშმა დაირბინა რბილი სკამები, სიკვდილის შავი სული აღიმართა, ყველამ იგრძნო მისი ცივი და ჭრელი პირი. გვერდიდან შემოეცალნენ მოსულს.
- ოხ თქვენ ღვარძლის ფესვიდან ამოსულნო, სულ ოდნავ მაინც არ გიყვართ სამშობლო? სულ ოდნავ მაინც არ გედარდებათ? ნეხვის ჭიებო აჰა დაძეხით თქვენივე გახრწნილი სხეულებით. მოსულმა ხელი დაადო გრძელ სკამებს, უცებ შიგნიდან მატლებმა გამოყვეს თავები, ათასობით მილიონობით მატლი ამობობღდა სადაც კი ხის კანტი ერტყა, სადაც ხის ნასახი იყო. ახლა ეს იკმარეთ, მაგრამ გაფრთხილებთ მალე დავბრუნდები და თუ არ გამოსწორდებით ისევე გაგისწორდებით როგორც ამ უსულო ხეს, თუ გულით არ მოპყრობილხართ ხალხს და მიწას, იცოდეთ ვერ გადამირჩებით. ახლავე დაიწყეთ საქმეთა განხილვა და ვისაც რა მიგითვისებიათ უკან მოიტანეთ, ვისაც უფრო მეტი ბოროტება გაუკეთებია აქაურობა დატოვეთ და აღარასოდეს მოუბრუნდეთ თუ გინდათ შეგინდოთ, აქვე გამართეთ სასამართლო და სახალხოდ თქვით აქამდე დამალული სიმართლე. გესმითთ!!? უკანასკნელი ამოსუნთქვა იქნებ მათთვის ვინც ამას არ შეასრულებს. თქვენ ხართ პარლამენტი, უმაღლესი ძალაუფლება? უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო? როცა მთავრობას დამონებიხართ. როცა პრეზიდენტი თავზე გაზით ლაჩრებო!!!
უცნობი შეტრიალდა და იმავე კარებში გავიდა საიდანაც შემოვიდა, მისი მოსასხამის თეთრი ბოლო კიდევ დიდი ხანი მისრიალებდა გაშტერებული პარლამენტის წინ.
- ეს საქართველო იყო, დაუჯერებელია, ნუთუ ადამიანად გადაიქცა.
- რას ამბობ ჭკუიდან შეიშალე?
- რა ვქნათ ახლა?
- შენ ალბათ ბევრი გაქვს ნაჭამი, ხედავ შიში მოგედო თვალებში.
- მე თუ ნაჭამი მაქვს შენ მკვლელი ხარ. აფერისტი და საერთოდ აქ რა გინდა
- ვის ეუბნები შე გაიძვერა, მილიონებით ფული აიღეთ მთელმა
ფრაქციამ.
- რომელმა ფრაქციამ, თავი წამოყვეს სხვებმაც. შენ და შენი გუნდი ყაჩაღები ხართ, შევარდნაძის გაწრთვნილი ლაქიები.
- თქვენი ბრალია ყველაფერი, უცოდინრობის ვაკუმს ქმნით, პრეზიდენტს თავის ნებაზე დააჭენებთ. ატყდა ერთი ყაყანი, ყვირილი, ვინ ვისზე იშვერდა ხელს, ვინ ვის რას უმტკიცებდა, ვინ ვის რას ემართლებოდა ვერავინ გაიგებდა.
ასეთი ქაოსით და ყვირილით გაოგნებული ოცამდე დაცვის თანამშრომელი კარებში იდგა და ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა.
- გაჩუმდით! გეყოფათ! შეწყვიტეთ!! იყვირა მიკროფონში სპიკერმა. - აბა ერთად დავტოვოთ ყველამ დარბაზი და ვისაც მოსატანი აქვს რამ მოიტანოს, ვისაც მოესვლება მოვიდეს და ვისაც არაფერი დაუშავებია აქ დარჩეს. პირველი თვითონ წავიდა კარისკენ, თავჩაღუნული დეპუტატები უკლებლივ მიყვნენ უკან.
დიდხანს ელოდა დამლაგებელი მათ დაბრუნებას, ვერ ალაგებდა იმის შიშით არ დაბრუნდნენო, მაგრამ როცა ღამემ შავად შემოსა დარაბები და მოსვლით კი არავინ მოსულა, მანაც დაიწყო დარჩენილი ნაგვის გარეთ გატანა.
ა.ვ. 2007წ.

1
17
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
17
  
2014, 24 მარტი, 23:49
მაგარია
0 1 1