ჯანმრთელი კვება სახიფათო ხილი და ბოსტნეული, რომელთაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ 2014, 9 მარტი, 22:38 ხშირად ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმ დაფარულ საშიშროებაზე, რომელიც გვემუქრება ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტების ყოველდღიური გამოყენების დროს.
ნუში ნუში ითვლება მშრალ ხილად და არა კაკლეულად, როგორც ეს ბევრს მიაჩნია. მას გააჩნია უნიკალური გემო და წარმოადგენს უამრავი დესერტის მთავარ გემოვნებით დანამატს. ყველაზე არომატულია მწარე ნუში, რომელიც შეიცავს შხამიან ნივთიერებას-ციანიდს. სწორედ ამიტომ არ შეიძლება ნედლი ნუშის გამოყენება, მას გადაამუშავებენ ან უბრალოდ ხალავენ გამოყენების წინ. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ახალ ზელანდიაში მწარე ნუშის გაყიდვა კანონით აკრძალულია. არაქისი არაქისი, ისევე როგორც ნუში, ნედლ მდგომარეობაში არ გამოიყენება, ის გამოყენებამდე ექვემდებარება თბურ დამუშავებას. ეს კეთდება იმიტომ, რომ ნედლი არაქისი შეიცავს ნივთიერება ურუშიოლს, რომელიც ძლიერ ალერგიას იწვევს. ძალიან დიდი რაოდენობით ურუშიოლის მოხვედრამ ორგანიზმში შეიძლება ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს. თუმცა ამ პროდუქტით მოწამვლის ფაქტები იშვიათია, მაგრამ მუშები, რომლებიც მის გასუფთავებაზე მუშაობენ, ხშირად განიცდიან უსიამოვნო შეგრძნებებს, მაგალითად, კანის გაღიაზიანებას. ალუბალი, ალუბლის კურკები ალუბლის, ატმის, გარგარის და ქლიავის კურკები შხამიან ნივთიერებას ციანიდს შეიცავს. თუ ამ ხილის კურკების გატეხვა და ჭამა გიყვართ, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში წყალბადის ციანიდის მცირე რაოდენობა მოხვდება. რამოდენიმე ცალი ასეთი კურკის მიღება საშიში არაა, მაგრამ მისი დიდი რაოდენობით მირთმევას შეუძლია სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს. სატაცური სატაცური ბოსტნეულია, რომლის ნაყოფიც შხამიანია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. სატაცური უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა, როგორც ბოსტნეული და სამკურნალო საშუალება მისი საუკეთესო გემოსა და სამკურნალო თვისებების გამო, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ღეროები. წითელი ფერის თესლი, რომელსაც ეს მცენარე იკეთებს, ადამიანისათვის მომწამლავია. პამიდორი საინტერესო ფაქტია, რომ პამიდორი ზოგ ქვეყანაში ბოსტნეულად ითვლება, ზოგან კი ხილად. ეს ყველასათვის საყვარელი პროდუქტი თურმე არცთუისე უსაფრთხო ყოფილა:მისი ფოთლები და ღეროები შეიცავს ნივთიერება გლიკოალკალოიდს, რომელიც ნერვული სისტემის გაღიზიანებას და ალერგიას იწვევს. ეს ნივთიერება მცირე რაოდენობით მწვანე პამიდორშიცაა, მაგრამ იმდენად მცირე, რომ ადამიანს ის ზიანს ვერ აყენებს. მუსკატის კაკალი(ჯაოზი) მუსკატის კაკალი შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას-მირისტიცინს.ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ღებინებას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს და ჰალუცინაციებს. მაგრამ არ ღირს შეშფოთება, რადგან მუსკატის ის რაოდენობა, რასაც ჩვენ კერძებში ვიყენებთ, ძალიან მცირეა და გვერდითი მოვლენები არ მოჰყვება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოზარდებში ამ ბოლო ხანებში მუსკატი გამოიყენება, როგორც მსუბუქი ნარკოტიკი და ამის გამო საკმაოდ ხშირია მათი მოწამვლის ფაქტები. შოკოლადი მართალია, შოკოლადი ადამიანებისათვის მომწამლავი და მავნე არაა, მაგრამ ნივთიერება თეობრომინი, რომელსაც ის შეიცავს, საკმაოდ მავნებელია ძაღლებისა და კატებისათვის. სულ 40 გრამ შოკოლადს შეუძლია მათი ძლიერი მოწამვლა გამოიწვიოს, ამიტომ გირჩევთ, რომ არასოდეს მისცეთ მათ ეს პროდუქტი. მწვანე კარტოფილი კარტოფილი ყველაზე გავრცელებული ბოსტნეულია დედამიწაზე. ისვე, როგორც პამიდორი, კარტოფილის ღეროები და ფოთლებიც შეიცავს გლიკოალკალოიდებს. მომწამლავია მწვანე და ამოსული კარტოფილიც. მისმა საკვებად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, კომაში ჩავარდანაც კი. ამიტომ კარტოფილი ყოველთვის გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას შეინახეთ. ვაშლი. ვაშლის კურკები ვაშლის კურკა, ისევე როგორც ალუბლის, მცირე რაოდენობით ციანიდს შეიცავს. მისი მცირე რაოდენობით შეჭმა დიდი საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ჩვენს ორგანნიზმს შესწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ციანიდის მცირე დოზის მოქმედებას. თუმცა დიდი რაოდენობით ვაშლის კურკის გადაყლაპვა, განსაკუთრებით მისი დაღეჭვა, მით უმეტეს პატარა ბავშვებისათვის, საკმაოდ საშიშია და შეიძლება საკმაოდ ძლიერი კვებითი მოწამვლა გამოიწვიოს. სოკო. ვარგისი და შხამიანი სოკოები სოკოები მრავალ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება და ის მოჰყავთ კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ სოკოებს საკმაოდ ვერაგი ორეულები ჰყავთ, რომლით მოწამვლასაც ხშირად ლეტალური შედეგი მოაქვს. არასოდეს არ ენდოთ გავრცელებულ მითებს შხამიანი სოკოს გამოცნობისა:ვერცხლის კოვზის გაშავება, წერტილები სოკოს ქუდზე ან რგოლი სოკოს ფეხზე, ცუდი სუნი ან კაშკაშა მკვეთრი შეფერილობა. გირჩევთ, თუ კარგად არ იცით სოკოს ცნობა და თუ მის ვარგოსიანობაში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, ნუ გარისკავთ და ნუ მიირთმევთ მას. სოკოთი მოწამვლა ნებისმიერი ხილით ან ბოსტნეულით მოწამვლაზე მეტად საშიშია. 4434 16-ს მოსწონს 3-ს არა
|