x
image
მანჩო 777
ყველაზე ძვირფასი საკვები, რომელსაც თქვენ ალბათ ვერასოდეს გასინჯავთ
ალბათ თქვენს შორის ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც გემრიელად ჭამა არ უყვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოგვწონს, როცა გემრიელად და ამავდროულად იაფად ვიკვებებით, ხანდახან მოგვინდება გავსინჯოთ რაღაც უცხო, ექსტრემალური საკვები, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. მოდით გავიგოთ, რამდენს იხდიან ხანდახან ადამიანები იმისათვის, რომ გაანებივრონ კუჭი.

image

მაშ ასე, გთავაზობთ მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირფასი საკვების ჩამონათვალს.


10.სოკო მაცუტაკე.


image

მაცუტაკეს სიძვირეს განაპირობებს ის, რომ ის ძალიან მცირე რაოდენობით იზრდება. ნახევარი კილოგრამი ამ სოკოს ფასი 1000 დოლარს აღწევს.სოკო მაცუტაკეს ან მაცეკეს სამშობლო იაპონიაა, თუმცა ის რამოდენიმე აზიურ ქვეყანაშიც გვხვდება. სოკოს იშვიათობა იმან განაპირობა, რომ მწერებმა მნიშვნელოვნად გაანადგურეს ხეები, რომელთა ჩრდილშიც მაცუტაკე ხარობს, ხოლო მისი გამოყვანა ხელოვნურ პირობებში ვერ მოხერხდა. აბა ვის სურს სოკოიანი ომლეტი? თუმცა უნდა გითხრათ, რომ ის არც ისე იაფი დაგიჯდებათ.


9.ყველაზე ძვირი ბეიგლი(კრემიანი ფუნთუშა).

image

ბეიგლი ჯანსაღი საკვები ნამდვილად არაა, მაგრამ ეს ფუნთუშები ძალიან გემრიელი და მსუყეა, ამასთანავე საკმაოდ იაფიც. თუმცა ბეიგლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იაფი ნამდვილად არ ღირს. მის გულსართად გამოყენებულია ნაღების ყველი, თეთრი ტრიუფელები, უძვირფასესი ჯემი და საკვებად გამოსადეგი ოქრო. არ გინდათ ამ ფუნთუშის გასინჯვა საუზმეზე? მაშინ კეთილი ინებეთ და 1000 დოლარი გადაიხადეთ, რადგან ის ზუსტად ამდენი ღირს.



8.პრემიუმ-ფრიტატა.

image

ამ კერძს თავდაპირველად "მილიონად ღირებული ფრიტატა" დაარქვეს, თუმცა ის "მხოლოდ" 1000 დოლარი ღირს. მის შემადგენლობაში შედის ლობსტერის ნაჭერი, კვერცხი და თართის ხიზილალა, რომლის 100 გრამი 200 დოლარი ღირს.


7. სტეიკი ვაგიუს იშის ძროხის ხორცისაგან.

image

ეს სტეიკი 2800 დოლარი ღირს. მისი ფასი განპირობებულია განსაკუთრებული ჯიშის ძროხის ხორცით, რომლისგანაც ისაა დამზადებული. ვაგიუს ჯიშის ძროხებს სპეციალურად ასვამენ ლუდს და უკეთებენ მასაჟს, რომ შემდეგ მათი ხორცი პირში დნებოდეს. აბსურდულად მაღალი ფასის გარდა ეს სტეიკი განსაკუთრებული ცხიმიანობითაც გამოირჩევა. ასე რომ, თუ თქვენი ჯიბე არ გეცოდებათ, კუჭი და ნაღველი მაინც შეიცოდეთ.



4. სამუნდარი ხაზანა.

image

ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კარი, მისი ერთი ულუფის ფასი 3200 დოლარია .ის მოამზადეს მუმბაიში ფილმის

''მილიონერი ჯურღმულიდან" პრემიერის შემდეგ გამართული საღამოსათვის. მზარეულებმა შეაგროვეს ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტები: თეთრი ტრიუფელი, დევონის კიბორჩხალა, თართის ხიზილალა. ყველაფერ ამას კი ზემოდან მოაყარეს საკვებად ვარგისი ოქრო.


5.პიცა "როიალ 007".

image

ეს პიცა, რომლის დიამეტრი სულ რაღაც 30 სმ-ია, 4200 დოლარი ღირს.მის მოსამზადებლად გამოყენებულია შემდეგი ინგრედიენტები: ლობსტერის ნაჭერი კონიაკის მარინადში, შამპანურში დამბალი ხიზილალა, შოტლანდიური შებოლილი ორაგული, ბალზამირებული ძმარი, ირმის ხორცის ნაჭერი და ზემოდან პიცას ადევს 24-კარატიანი ოქრო, რომლის ჭამაც შეიძლება.


4.საზამთრო დენსუკე.

image

ეს საზამთრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი კენკრაა დედამიწაზე. დენსუკე შავი საზამთროს ჯიშია, რომელიც მხოლოდ კუნძულ ჰოკაიდოზე იზრდება. მისი მოყვანა ძალიან რთულია და სეზონზე 65 ცალზე მეტი არ მოდის. ერთი ცალი ასეთი საზამთროს ფასი 6100 დოლარია და ის გემოთი ოდნავ თუ განსხვავდება ჩვეულებრივი საზამთროსაგან.


3.ნესვი იუბარი.

image

2 ცალი ამ ნესვის ფასი 22 870 დოლარია. სწორედ ამდენი გადაიხადა ერთ-ერთი ეგზოტიკური რესტორნის მეპატრონემ მათში. საინტერესოა, რამდენი დოლარის გადახდამ მოუწია კლიენტს, რომელმაც რესტორანში ეს ნესვი შეუკვეთა.


4.ხიზილალა "ალმასი".

image

თუ თქვენ ლონდონში მოხვდებით და მოინდომებთ მსოფლიოში ყველაზე იშვიათი და ძვირი ხიზილალის გასინჯვას, ესტუმრეთ რესტორანს «Caviar House & Prunier», მაგრამ არ დაგავიწყდეთ თან 25 000 დოლარის წაღება, რადგან ეს ირანული ხიზილალა ზუსტად ამდენი ღირს. ის მოთავსებულია 999 სინჯის სუფთა ოქროსაგან დამზადებულ ქილაში.


1.თეთრი ტრიუფელი.

image

ტრიუფელი-ყველაზე ძვირფასი საკვებია დედამიწაზე. ეს მისი მოყვანის განსაკუთრებული სირთულით აიხსნება. ტრიუფელს "სოკოების მეფესაც"უწოდებენ. ყველაზე ძვირი ტრიუფელის სოკო 160 000 დოლარად გაიყიდა და ის იწონიდა 1, 5 კილოგრამს. სოკო ჰონკონგელმა ინვესტორმა შეიძინა. ალბათ მისგან მომზადებული სუპი განსაკუთრებული გემოსი იყო... ნამდვილად ღირდა მისი გასინჯვა.

8
1800
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1800
  
2016, 2 ოქტომბერი, 8:09
არ ვიცი ეს ნესვი შიგნიდან როგორია მაგრამ ზუსტად ეგეტი ნესვები 1 ევრო ღირს უცხოეტში
2016, 2 ოქტომბერი, 8:07
იბეიზე იყიდება ტესლი, მოაშენეტ
2014, 24 მარტი, 21:08
თუკი სხვა გადაიხდის ფულს, რატომაც არა:D
2014, 24 მარტი, 20:40
ეგ სოკო ყელში არ გადამივა
2014, 23 მარტი, 23:38
აი ტრიუფელის გასინჯვა მართლა მაინტერესებს:)
2014, 23 მარტი, 23:35
რომ მქონდეს მხოლოდ სოკოში გადავიხდიდი მაგდენს ისე მიყვარს:)))
2014, 23 მარტი, 23:31
მე მინახავს შავი საზამთრო, მაგრამ ასე აბსოლუტურად შავი არა.
2014, 23 მარტი, 23:27
შავი საზამთრო პირველად ვნახე.
0 1 8