ჯანმრთელი კვება ათი პროდუქტი, რომლებიც სასურველია გამოვრიცხოთ ჩვენი რაციონიდან 2013, 15 ოქტომბერი, 21:43 წარმოგიდგენთ პროდუქტების სიას, რომლებიც სასურველია გამოვრიცხოთ ჩვენი რაციონიდან. უკიდურეს შემთხვევაში, თუ გვინდა ჯანმრთელი და ტანადი ვიყოთ, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მათი მიღება: 1.შაქარი. პირველი, რაც უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომელთაც გახდომა უნდათ, შაქრიან ჩაიზე და ყავაზე უნდა თქვან უარი. არაა სასურველი კონცენტრატებისაგან დამზადებული ხილის წვენების მიღებაც, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ შაქარს. 2. კარტოფილი. ის სასარგებლოა ორგანიზმისათვის მხოლოდ მოხარშული ან ღუმელში შემწვარი. 3.ცომეული. პროდუქტებზე, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფქვილითაა დამზადებული, საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, ესენია: ყველანაირი ნამცხვარი, ტორტები, შაქარლამები, ფუნთუშები, თეთრი პური. 4.თეთრი ბრინჯი. ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სახამებელს, ამიტომ მისი გამოყენება მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ეცადეთ თეთრი ბრინჯის მაგივრად გამოიყენოთ მუქი ფერის ბრინჯი, იცის კვირაში ერთი-ორჯერ. 5.სწრაფი მომზადების ფაფები, მიუსლი. სწრაფი მომზადების საუზმე შეიცავს "ცარიელ" ნახშირწყლებს, რომლებიც მხოლოდ მცირე ხნით კლავენ შიმშილის გრძნობას. 6.ხორცისა და ქათმის ბულიონები. ისინი შეიცავენ ბევრ ქოლესტერინს. 7.ცხიმიანი ხორცი, სოსისი, ძეხვეული. ისინი არამარტო ხელს გვიშლიან გახდომაში, არამედ ანგრევენ ორგანიზმს. 8. შპროტი, შებოლილი თევზი, კონსერვები. ეს პროდუქტები გადავსებულია ცხიმებით, რაც ხელს უშლის გახდომას. 9.კარაქი. პროდუქტი, რომელიც უამრავი რაოდენობით ცხიმს და კალორიებს შეიცავს. თუმცა მასზე მთლიანად უარის თქმა არ ღირს, რადგან კარაქში ბევრი სასარგებლო ვიტამინია. საკმარისია კვირაში 10-20 გრამი ამ პროდუქტის მიღება. 10.მზესუმზირა, ჩიპსები, მოხალული არაქისი, ნებისმიერი "სწრაფი კვება". 650 15-ს მოსწონს |
ძალიან კარგი და საჭირო სტატიაა. მხოლოდ ქათმის ბულიონის ამ ნუსხაში ნახვამ გამაკვირვა.