როგორ შევამოწმოთ მუშაობს თუ არა დისტანციური მართვის პულტი სახლის პირობებში!
2014, 9 მარტი, 13:37
თანამედროვე ცხოვრებაში იშვიათია ოჯახი სადაც არაა აპარატურა რომელსაც მოჰყვება დისტანციური მართვის პულტი. ასეთი აპარატურა კი საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, მათ შორის ყველაზე გავრცელებული და მოხმარებადია–ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, საოჯახო კინოთეატრი, სატელიტური მიმღები, "DVD" ფლეერი, ვიდეო კამერა, მანქანის მაგნიტოლა. თითოეული მათგანის უმეტესობას დისტანციური მართვის პულტი მოჰყვება. დისტანციური მართვის პულტია "შუამავალი" მის მფლობელსა და აპარატურას შორის, ამ პულტის მეშვეობით ხდება შესაბამისი აპარატურის მართვა გარკვეულ დისტანციაზე. ხდება ხანდახან, რომ ესა თუ ის აპარატურა არ რეაგირებს პულტზე მითითებული ღილაკის დაჭერაზე. აუცილებელი არაა ამ დროს აუცილებლად წავიდეთ ხელოსანთან, რადგან ოჯახის პირობებშიც მარტივადაა შესაძლებელი შევამოწმოთ პულტის ვარგისიანობა. უპირველესად შევამოწმოთ პულტის კვების ელემენტების მდგომარეობაა ვიზუალურად, მისი ვარგისიანობის შემთხვევაში კი პულტის შემოწმება ხდება შემდეგნაირად-ვიღებთ ტელეფონს ან ვიდეოკამერას, ვრთავთ გადაღების რეჟიმში და ფოტო ან ვიდეოკამერის ობიექტივთან მიგვაქვს პულტი, ვაჭერთ ნებისმიერ ღილაკს, პულტის ვარგისიანობის შემთხვევაში ფოტო ან ვიდეოკამერა აფიქსირებს ნათებას, რაც ადამიანის თვალისათვის შეუმჩნეველია ფოტო და ვიდეოკამერის გარეშე. როცა ფოტო და ვიდეოკამერა არა გაქვთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ რადიომიმღების დახმარებით. რადიოს ვრთავთ და ვაყენებთ "ამლიტუდურ მოდულაციაზე", რაც რადიოზე გამოსახულია შემდეგნაირად AM. მიგვაქვს რადიოსთან პულტი და ვაჭერთ ნებისმიერ ღილაკს, რადიო გამოსცემს განსხვავებულ ხმას, რომელიც პულტის ღილაკის დაჭერასთან იქნება სინქრონში. ასეთივე წესით შეგიძლიათ შეამოწმოთ, მანქანის სიგნალიზაციის პულტი ან ცენტრალური ჩამკეტის პულტი.