ბოლო ხანს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ ია ფარულავასა და მისი მეუღლის - მუსიკოს ტარიელ სუარის ოჯახური იდილია ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. საზოგადოებამ, მრავალგვარი ინტერპრეტაცია მისცა ამ ამბავს, დაიწერა მათი დაშორების, თუ ერთად ყოფნის მკვეთრად განსხვავებული ვერსიები. რათქმა უნდა, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ცნობილი წყვილის ურთიერთობა, ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობის და მუსიკოსის შესახებ რეალობას, საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი შეიტყობდა, ვინც 7 მარტს, კლუბ "სენატში" იმყოფებოდა, სადაც გაიმართა კონკურსი "მის ფოტოგენურობა". საღამოს, რომელსაც ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე უძღვებოდა, მრავალ ცნობილ სახეს ნახავდით, მათ შორის კი, განსაკუთრებულ ყურადღებას ია ფარულავა და ტარიელ სუარი იწვევდნენ. ისინი კლუბში, არანაკლებ ცნობილ მარიამ კუკუნაშვილთან ერთად მოვიდნენ, რომელიც უცხოეთში ფლობს სუროგაციასა და ინვიტროგანაყოფიერებაზე მომუშავე კლინიკას.
წყვილმა კლუბი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი კვლავ ერთმანეთზე არიან შეყვარებულები და თავს შესანიშნავად გრძნობენ.