შოუბიზნესი ცნობილი ადამიანები,რომელებიც ავადმყოფობის მიუხედავად განაგრძობენ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობას 2014, 7 მარტი, 11:09 1-სპილბერგის პოპულარული ტრილოგიის- "უკან მომავალში"ვარსკვლავი მაიკლ ჯეი ფოქსი 1991 წელს დაავადდა პარკინსონის დაავადებით, ავადმყოფობის გამო მსახიობმა მიატოვა კინოკარიერა, მან შექმნა ამ დაავადებასთან ბრძოლის ფონდი, საბოლოოდ მსახიობმა მაინც გამონახა ძალები და დაუბრუნდა სამუშაოს, იგი როგორც მიწვეული სტუმარი თამაშობს ისეთ ცნობილ სერიალებში, როგორიცაა "კლინიკა" და "ბოსტონის იურისტები". 2-ჰოლი ბერის დაუსვეს დიაგნოზი-"1 კატეგორიის შაქრის დიაბეტი", 1989 წელს სერიალის გადაღების დროს მსახიობი კომაში ჩავარდა, მას შემდეგ ჰოლი ბერის მოუწია მთლიანად გამოეცვალა კვების რაციონი და მკაცრ დიეტაზე გადასულიყო, მსახიობის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ამის შემდეგ უამრავ ფილმში ითამაშა. 3-ბრედ პიტი დაავადებულია იშვიათი ავადმყოფობოთ, რომელსაც პროტოპაგნოზია ჰქვია, ეს გახლავთ საგნის აღთქმის უუნარობა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მაგალითად:ამ ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანს მეორედაც და მეათედაც რომ შეხვდეთ, ვერ გიცნობთ. 4-ცნობილი მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსი კლინიკაში დააწვინეს დიაგნოზით "მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი", მიუხედავად ამისა, იგი განაგრძობს კინოკარიერას, 5-მსახიობი ჰიუგო უივინგი, ისეთი ფილმების ვარსკვლავი, როგორებისაა "მარტრიცა" და "ბეჭდების ბრძანებელი" დაავადებულია ეპილეფსიით, დიაგნოზი მას ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში დაუსვეს. 6-დენიელ რედკლიფი, "ჰარი პოტერის" სერიების მთავარი გმირი დაავადებულია საკმაოდ მძიმე სენით, რომელსაც დისპრაქსია ჰქვია.ესაა ავადმყოფობა, როდესაც პაციენტს არ შეუძლია შეასრულოს მიზანმიმართული მოქმედება, ფიზიკური, ინტელექტუალური ან ენობრივი.აგრეთვე ავადმყოფს უჭირს სწავლა და პროფესიის ათვისება. 7-ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრუკ შილდსი ჯერ კიდევ 90 -იანი წლების შუა ხანებიდან აქტიურად ებრძვის საშვილოსნოს კიბოს, იგი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა ავადმყოფობას. 8-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულმა და სექსუალურმა ამერიკელმა ვარსკვლავმა, პამელა ანდერსონმა CNN-თან აღიარა, რომ ჰეპატიტით იყო დაავადებული, მისივე განცხადებით, ავადმყოფობა "აიკიდა" მას შემდეგ, როდესაც ყოფილ მეუღლესთან, ტომი ლისთან ერთად ტატუ გაიკეთა, "ამ ავადმყოფობას აქვს ბევრი გვერდითი მოვლენები"-დაიჩივლა მსახიობმა. 167 1-ს მოსწონს
|