ბოლო რამდენიმე
დღეა, მსახიობ თინა მახარაძის თამამმა განცხადებამ სრულიად საქართველო აალაპარაკა. მას,
ძირითადად კრიტიკოსები გამოუჩდნენ და Facebook - ზე, სტატუსების მეშვეობით, აქტიურად გამოეპასუხნენ მას. მხოლოდ მცირე
ნაწილი ცდილობდა მსახიობის გამართლებას.
ამ ყველაფერზე, თავად თინა მახარაძემ შემდეგი განაცხადა: „არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს. სამწუხაროდ, არ მაქვს არანაირი სურვილი და დრო, რომ ეს იდიოტობა განვიხილო. მოსალოდნელიც იყო ეს ყველაფერი. უბრალოდ, ახლა რომ სხვა პრობლემები არ მქონდეს, არასწორი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამო, ნებისმიერ სააგენტოს ვუჩივლებდი, რადგან ისინი ჩემი ფრაზების არასწორ ციტირებას აკეთებენ. მაგრამ თავი დავანებოთ ყველაფერს. ესეც ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო. უბრალოდ, არ მაქვს თავი, დრო და სურვილი, რომ ეს ყველაფერი განვიხილო. გაცილებით მწვავე პრობლემები მაქვს ახლა ცხოვრებაში და გაცილებით ბევრი საქმე მაქვს და ამ ყველაფრისთვის არ მცალია.“