საზოგადოება ვინ არის და რას საქმიანობს თინა მახარაძის რჩეული (+ფოტოები) 2014, 6 მარტი, 22:20 ქართველი მსახიობი თინა მახარეძე საზოგადოებამ სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "გარეუბნელი თამუნას" უკან ასეთი სასიამოვნო გარეგნობის გოგო იმალებოდა. სულ ცოტა ხნის წინ კი თინა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მოგვევლინა. მსახიობის გულახდილ ინტერვიუს სექსსთან და ქართულ მენტალიტეტთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა და უბრალო მოქალაქეებმა კრიტიკა და ლანძღვა არ დაიშურეს. თინას სკანდალები არ აღელვებს და არც "ტალახის მსროლელთა" კომენტარებზე პასუხის გაცემას აპირებს. სულ რამდენიმე დღე დასჭირდა საზოგადოებას, რომ თინა "ხელიდანწასულ" ქალად მოენათლათ.
მსახიობი შეყვარებულია. მისი რჩეული ბიზნესმენი გიორგი სამხარაძე გახლავთ. "არაჩვეულებრივად ვარ ჩემს არაჩვეულებრივ გიორგი სამხარაძესთან ერთად. სტანდარტული, სტაბულური შეყვარებულები არ ვართ, რომლებიც ხელჩაკიდებულნი დადიან. გიორგი წარმატებული ბიზნესმენია, თუმცა ამის გარდა ბევრ რამეს აკეთებს. ძალიან ცნობილ სარეკლამო სტუდიაში მუშაობს და ძალიან ცნობილი კაფეც აქვს"-გვიამბო თინამ. წყვილის ურთიერთობა უკვე ხუთ წელზე მეტს ითვლის და თავს ერთად შესანიშნავად გრძნობენ. წყვილი ჯერ დაქორწინებას არ გეგმავს. ისედაც ერთად ვართ და რაღაც ფორმალობები რა საჭიოროაო. ჯერ გვირჩევნია ჩვენს საქმეებს მივხედოთო.
ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი.
788 3-ს მოსწონს 1-ს არა
|