კინო დიდებული საუკუნე - საუკეთესო თურქული სერიალი (+ბევრი ფოტო) 2014, 6 მარტი, 14:55 სერიალი "დიდებული საუკუნე" ყველანაირ რეკორდებს ხსნის. სერიალი ნაჩვენები იქნა მრავალ ქვეყანაში, სადაც მაყურებელთა დიდი სიმპათია დაიმსახურა. მოცემულ სტატიაში მოგიყვებით სერიალის შექმნის ისტორიაზე, კასტინგებზე, მსახიობებზე და ზოგადად სერიალთან დაკავშირებულ თემებზე. სერიალის გადაღებამ დიდი სკანდალი გამოიწვია თურქეთში. ეს თემა პოლიტიკური განსჯის საგანი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეგროვილი იქნა 70000 ათასი ხელმოწერა იმის გამო რომ ამ სერიალს არ ენახა დღის შუქი. პირველად სერიალი ნაჩვენები იქნა ერთ-ერთ რუსულ არხზე, სადაც მხოლოდ 12 სერია უჩვენეს, ხოლო შემდეგ მაყურებლებს უთხრეს რომ დანარჩენ სერიებს მოგვიანებით იხილავდნენ. მაყურებლის დაჟინებული თხოვნით იძულებულნი გახდნენ სხვა სერიებიც ეჩვენებინათ. სერიალი "დიდებული საუკუნე" - ლამაზი ისტორიული ეპოპეაა.არარეალურად გროტესკული დეკორაციები, ნათელი კოსტიუმები, არაჩვეულებრივი ანტურაჟი - მაყურებლის დიდ სიმპათიას იწვევს. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული პროექტი, რაც გადაღებულა თურქულ კინომატოგრაფიაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერიალი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. სერიალის კასტინგი დიდხანს გრძელდებოდა. სულთანის როლი ჰალიტ ერგენჩმა მიიღო. ხოლო ჰიურემის როლისთვის შესაფერისი მსახიობის მოძებნა შედარებით რთული აღმოჩნდა. ბოლოს აღმოაჩინეს მერემ უზერი, რომელსაც მამა თურქი ჰყავდა, ხოლო დედა გერმანელი. მას მთელი თავისი ბავშვობა გერმანიაში ჰქონდა გატარებული. ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. მერიემი თავს ყოველთვის გერმანელად თვლიდა, რადგან აღიზარდა გერმანული კულტურის მიხედვით. მსახიობობას დაეუფლა ჰამბურგში. ჰიურემის როლის შედეგად იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სულთან სულეიმანი - ჰალიტ ერგენჩი ჰიურემი - მერიემ უზერლი მაჰიდევრანი - ნურ აისანი იზაბელა ფორტუნა - მელიკ იპეკ იალოვა ვალიდე-სულთანი - ნებახატ ჩეხრე ინრაჰიმ-ფაშა - ოკან იალაბიკი ჰატიჯე-სულთანი - სელმა ერგეჩი შეცხადე მუსტაფა - მეჰმეტ გუნსური კადრები სერიალის ფოტოსესიიდ 859 3-ს მოსწონს 2-ს არა
|