კინო "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერების განცხადება 2013, 7 მარტი, 13:41 სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინო გაჩეჩილაძის წასვლამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ისინი ითხოვდნენ, რომ ნინო დაებრუნებინათ სერიალში. ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა ჩემი ცოლის დაქალების ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე, რასაც მე უცვლელად გთავაზობთ:
" მეგობრებო, ყველას ძალიან გვიხარია, რომ ასე ძალიან განიცდით სერიალის ბედს.
რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი გმირის სხვა მსახიობით ჩანაცვლება ჩვენი საპროდიუსერო ჯგუფის მიერ რისკზე წასვლაა და არ გახლდათ მარტივად მისაღები გადაწყვეტილება.
სამწუხაროდ "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერების და მსახიობის პრიორიტეტები ვერ დაემთხვა ერთმანეთს, და შესაბამისად, ნინო გაჩეჩილაძემ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა სერიალი.
ასევე გვინდა შეგახსენოთ, რომ "ჩემი ცოლის დაქალები" არ დგას მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანზე და ამ სერიალის შექმნაში უამრავი ადამიანის შრომა იდება ყოველდღიურად. სწორედ ეს გამართული მექანიზმი და გუნდური მუშაობა გვაძლევს იმ შედეგს, რასაც მერე ყველანი ერთად ვუყურებთ რუსთავი 2-ის ეთერით. ჩვენ, სერიალზე მომუშავე თითოეული ადამიანისთვის ეს ცვლილებაც ერთგვარი გამოწვევაა და ყველანი ერთად, სულმოუთქმელად ველოდებით ახალი სეზონის დაწყებას ყველასათვის საყვარელი ძველი და სულ ახალი პერსონაჟებით, სადაც ვეცდებით, რომ არ მოგაკლოთ საკამათო, სასაცილო, სალანძღავი, გულისამაჩუყებელი და ერთი სიტყვით - ძალიან საინტერესო ეპიზოდები. ეკრანებთან გელოდებით ყველას, ყოველ შაბათსა და კვირას, 22:00 საათზე." 1895 12-ს მოსწონს 1-ს არა
|