საზოგადოება ნინა სუბლატი ამერიკაში წავიდა: "ამდენი წელი ლტოლვილი ვიყავი" 2014, 5 მარტი, 21:39 "საქართველოს ვარსკვლავი 2013" ნინა სუბლატი ერთ-ერთი პოპულარული მომღერალია. გოგონას პედაგოგთან არასდროს უვლია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც შეძლო ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ პროექტში გამარჯვება. სხვა მრავალ პრიზთან ერთად გამარჯვებული მომღერალი სასწავლო კურსით ამერიკაში დაასაჩუქრეს.
მომღერლისთვის ეს წელი დატვირთული იყო, დაიწყო ალბომზე მუშაობა, ჩაწერა რამდენიმე სიმღერაც და გათხოვდა კიდეც. ნინას რჩეული მუსიკოსი გიორგი შამანაური გახლავთ. მომღერლისაგან ოჯახის შექმნას არავინ მოელოდა, რადგან გიორგისთან ურთიერთობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელია. ნინას მტკიცებით, ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში ხელს სულაც არ უშლის, პირიქით მის სამეგობროში ბევრი უფროსი ასაკის ადამიანია. გიორგისთან ურთიერთობა ისე დავიწყე მისი ასაკით არც დავინტერესებულვარო. პირადი ცხოვრება უკვე დაალაგა, გუშინ კი ამერიკაში ჩაფრინდა. "ხვალ პირველად ჩავდივარ ნიუ-იორკში, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ამდენი წელი ლტოლვილი ვიყავი და როგორც იქნა ვუბრუნდები მიწა-წყალს"-წერდა ნინა სოციალურ ქსელში. რამდენიმე საათის წინ კი მომღერალმა მეგობრებს ამცნო, ჩავედი, უკვე სახლში ვარ და ყველაფერი კარგად არისო. ვუსურვოთ ნინას წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 765 4-ს მოსწონს
|