x
image
K.P.
მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე "კაბუ" დაჭრეს
image"ჩემი ცოლის დაქალებში" ბაბულიკების ერთ-ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, კაბუს, იგივე კახა აბუაშვილს არ გაუმართლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მსახიობი დღეს საღამოს "ვერის ბაღის" მიმდებარე ტერიტორიზე დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსახიობი ფეხის არეშია დაჭრილი და როგორც ცნობილი გახდა, მას გამჭოლი ჭრილობა აქვს მიყენებული. კახა აბუაშვილი დაუყოვნებლივ ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ამჟამად კაბუს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ოპერაცია მაინც დასჭირდა.

image


მსახიობის დედას, ცირა აბუაშვილს თვით კაბუმ დაურეკა, ფეხი მოვიტეხე და თუ შეგიძლია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოდიო. ექიმის განცხადებით, მსახიობის მდგომარეობა სტაბილურია. ვინ და რატომ დაჭრა მსახიობი ჯერ უცნობია.


კაბუ "პატიოსნად ცხოვრებით" არ გამოირჩეოდა. მსახიობმა რამდენჯერმე გვიამბო, როგორ დაკარგა წამლის გამო ოჯახი, მეგობრები, როლები და როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა.
პირველი ქორწინებიდან მას 2 შვილი ჰყავს. აღიარებს, რომ მათთვის ღირსეულ მამობა არ გაუწევია. მეუღლეს დიდი ხნის წინ გაშორდა. ვუსურვოთ მსახიობს მალე გამოჯანმრთელება...

0
821
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0