საზოგადოება ცნობილი ქართველები და 3 მარტი, ვინ და როგორ მიულოცა დედას? 2014, 4 მარტი, 2:19 საქართველოში 3 მარტს დედის დღეს ავღნიშნავთ. ყველა შვილი ცდილობს მიულოცოს მშობელს ეს დღე, თბილი სიტყვით, ყვავილებითა თუ საჩუქრით. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა ეს დღე თითქოს გადაფარა, თუმცა ცნობილ ქართველებს დედისთვის მილოცვა არ დავიწყებიათ.
მომღერალი ნინი ბადურაშვილი წელს პირველადაა დედის ამპლუაში. პატარა ელენემ ჯერ ამ დღესასწაულის შესახებ არც არაფერი იცის. "ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს. დე შენ განსაკუთრებით! მიყვარხარ"-წერს ნინი სოციალურ ქსელში.
ახალბედა დედაა მომღერალი ნუკა კვალიაშვილიც. პატარა ლუკა ჯერ ერთი თვისაც არაა. ნუკა ცნობილი მომღერლის ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი გახლავთ. "დედი გილოცავ დედის დღეს, მიყვარხარ ყველაზე ძალიან და ყველაზე მაგარი დედიკო მყავხარ დედამიწაზე"-წერს ნუკა. ახალგაზრდა მომღერალმა, 16 წლის ლიზა ყენიამ, დედას, მაია ჯაბუას 3 მარტი სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა. ქალიშვილის მტკიცებით, მაია მისთვის სამაგალითო ადამიანია. ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გულშემატკივრებს მოუწოდა, 3 მარტი არ მომილოცოთო. "1. გთხოვთ არ დამთაგოთ ყვავილებზე. არ მიყვარს, ვირტუალური ხომ განსაკუთრებით. 2. გთხოვთ არ მომილოცოთ დედის დღე. დღეს მეტს არაფერს გთხოვთ. წინასწარ გიხდით მადლობას"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, ჟურნალისტის თხოვნა მისმა ქალიშვილმა, მარიამ გეგუჩაძემაც გაითვალისწინა. დედის დღე მიულოცა ნატალია ყიფშიძემ დედას, კრისტი ყიფშიძეს. "დედიკო გილოცავ დედის დღეს! მინდა გითხრა რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ! შენ ხარ ჩემი ყველაფერი! სუნთქვა, ბედნიერება, სიყვარული! მინდა იცოდე, რომ მთელი მსოფლიოს დედები, რომ შეაგროვონ შენ ჩემთვისმაინც ნომერ პირველი დედა იქნები"-წერს ნატალია. ნუკი კოშკელიშვილმა დედას ულამაზესი თაიგული აჩუქა. ფოტო კი სოციალურ ქსელშიც ატვირთა. 782 4-ს მოსწონს
|