საზოგადოება კონკიას ზღაპარი დასრულდა– ტარიელი იას: "ჩემი დანახვა გულსაც კი გირევს" (ფარულავას კომენტარი მომხდარზე) 2014, 2 მარტი, 23:09 ![]() ![]() ![]() ტარიელის განცხადებას ია ფარულავა გამოეხმაურა: "ყოჩაღ ტარიელ, ახლა კი მორჩი ფეისბუქზე აღსარებების წერას". როგორც ჩანს ტარიელს იას ამგვარი გამოხმაურება ეწყინა. მეტიც, იას მეგობარ მიშა გასიტაშვილსაც გადაწვდა და მის სახალხოდ გაქილიკებას არ მოერიდა: "შენი რჩევები იმ პეძიკი პარიკმახერებისათვის შეინახე, რომლებიც ერთი ორი კომპიუტერის ფასად ფისუნიას კიდევ ერთხელ გაგისეირნებენ. ხოლო ჩემთან დაკავშირებით სანამ არასწორი სურათის დახატვას შეეცდები, ისიც გაიხსენე რომ ტარიელი ჯერ ცოცხალია და შესაბამისად კითხვებსაც არ ტოვებს პასუხის გაუცემლად. ნუ მჭორავ უაზროდ, არ გირჩევ". შეგახსენებთ, რომ მიშა გასიტაშვილი ერთ-ერთი პოპულარული სტილისტია, რომელიც ბევრ ცნობილ ქართველთან მეგობრობს. მიშა აღიარებს, რომ მასთან სალონში სიარული ყველაზე მოდურია, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ჩემზე პროფესიონალი სტილისტებიც არიანო. მისი კლიენტებისა და მეგობრების რიცხვში კი ია ფარულავაცაა. იამ გადაცემა "იღბლიან ბორბალში" დაგროვილი ქულებით მიშა გასიტაშვილს კომპიუტერი წაუღო. ფაქტი ერთია ტარიელს მიშა გასიტაშვილი თვალში არ მოუდის და ამას არც მალავდა. ![]() სულ ცოტა ხნის წინ ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან საკუთარ პრობლემებზე გვიამბო. მუსიკოსს მეუღლის ტელეფონში იასა და მიშა გასიტაშვილის მიმოწერა უნახავს, სადაც მას არასახარბიელოდ მოიხსენიებდნენ. "საზოგადოებისათვის თავსატეხისა და სხვადასხვა ჭორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე იმ უკანასკნელი წერილის გამოქვეყნება, რომელიც ჩემს მეუღლეს მივწერე. პირველ მარტს ჩემი მეუღლის ტელეფონში, მისი და პარიკმახერ მიშას მიმოწერა აღმოვაჩინე. სადაც ისინი მე, როგორც უღირს, ავადმყოფ და არაადეკვატურ ადამიანს ისე განმიხილავენ, მაგინებენ დედას, იმუქრებიან ჩემი მოშორებით და ასე შემდეგ.... ჩემთვის ეს ყველაფერი იმდენად მოულდნელი იყო რომ, სამწუხაროდ სიბრაზისაგან თავი ვერ შევიკავე, რის შედეგადაც ჩავამტვრიე მინა. რომელსაც ხვალ ჩავსვამ. ![]() ![]() ია ფარულავას ტარიელმა შეზღუდვები დაუწესა. როგორც ჩანს, მკაცრად აკონტროლებს მის სტუმრობებს სხვადასხვა გადაცემებში, მის ქცევას და საუბრის სტილსაც. უკვე რამდენიმე გადაცემაში ია ფარულავამ აღნიშნა, რომ ტარიელი ეჭვიანი ქმარია და ბევრ რამეში ზღუდავს. სოციალურ ქსელებში ტარიელი აქტიურობს და სხვადახვა თემებზე აზრს ხშირად ბილწსიტყვაობითაც გამოხატავს, რაც ცხადია მოსაწონი არ არის. "ერთხელ "სვეცკი" სუფრიდან გამექცა ჩემი მატრაკვეცობის გამო"-გვამცნობს ია ფარულავა... იას "მატრაკვეცობა" ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სუფრიდან გაქცევაც არაა მიზანშეწონილი. ტარიელი გორთან ახლოს შესრულებულმა რუსულმა სიმღერამ გააღიზიანა."გაგიჟდა, კინაღამ ააყირავა მაგიდები - რამდენიმე კილომეტრში რუსული ტანკები დგას, მავთულხლართები მოცოცავს, ოკუპანტები დგანან და ეს რუსულ სიმღერას როგორ მღერისო"-უამბო ჟურნალისტს ია ფარულავამ... ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ, ზოგმა ტარიელი პატრიოტად შერაცხა, სხვები კი რიტორიკული კითხვით შემოიფარგლნენ: "აგვისტოს ომის დროს სად ბრძანდებოდით ბატონო ტარიელო?!" ![]() ტარიელის "რაინდის სტატუსს" კი მისი ყოფილი ცოლის განცხადებამ დაუსვა წერტილი. მისი მტკიცებით, ტარიელი სამი წელია სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს და თანაც უმუშევარია. "ტარიელ ხოსროშვილმა ჩვენი საერთო შვილი რამდენჯერმე დაწყევლა და უარყო ღვთის წინაშე, რადგან მისმა არსებობამ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა მას"-გვიამბობს ტარიელის ყოფილი ცოლი, ირმა ბროიერი. ეს ყველაფერი როდია, სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ ტარიელს სასამართლომ მეურვეობის უფლება ჩამოართვა, შვილის ნახვის უფლება მხოლოდ თანმხლები პირის თანხმობით აქვს, ყოფილ ცოლთან მიკარება აუკრძალეს, ალიმენტის გადახდაზე კი უარი განაცხადა, უმუშევარი ვარო. გერმანიაში სასამართლოზე წარმოთქმულმა მუსიკოსის სიტყვებმა კი ყველა გააოგნაა. ტარიელმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ია საქართველოში ძალიან ცნობილი პიროვნებაა, რომ იგი ამერიკის მოქალაქე ყოფილა და რომ ის პრეზიდენტის მეგობარია, ვციტირებ მის სიტყვებს-"დროა მივხედო ჩემს თავს და წინ წავიდე მისი საშუალებით", შეგიძლიათ პროტოკოლში გადაამოწმოთ"-ირწმუნება ქალბატონი ირმა. ყველაფრის მიუხედავად წყვილი ამტკიცებდა თავს შესანიშნავად ვგრძნობთო, თუმცა დღეს მომხდარმა ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და პრობლემების მოგვარებაც. ![]() ![]() 519 5-ს მოსწონს 3-ს არა
|