x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აღდგომის მარხვა იწყება.
უპირველეს ყოვლისა დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღე- "მიტევების კვირა" დღე, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ მომიტევოთ ნებითი თუ უნებლიედ მოყენებული ტკივილი და მაპატიეთ. ყველამ შეუნდეთ ერთმანეთს, ისწავლეთ სიყვარული, გატანა და თანადგომა, მტერს (უხილავ წყეულს) მხოლოდ სიყვარულით დაამარცხებთ.



როგორც მოგეხსენებათ მართლმადიდებლური სამყაროს მორწმუნე ნაკადი ამ კვირას "ყველიერის კვირას" ინახავდა, რაც რძის პროდუქტის მირთმევას გულისხმობდა, ხოლო მწუხრის შემდეგ კი უკვე იწყება "სააღდგომო მძიმე მარხვა".



რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: “ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად” (მათე 6, 17-18), ” წმ.
იოანე ოქროპირი.




რა არის აღდგომა:


აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, აღდგომას წინ ყველაზე დიდი და მძიმე მარხვა უსწრებს. დღესასწაულის შესახვედრად მორწმუნეები სულიერად ემზადებიან. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.
ოთხივე სახარების თანახმად, ღმრთისმშობლისგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღესრულა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარებას სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.



აღდგომის დღეს კი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გადმოდის ნიშნად იმისა, რომ ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს!

image
image


P.S: ყველა მარხულს განმტკიცებას და გაძლიერებას ვუსურვებ, დაე მუდამ ცოცხლობდეთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში.

3
1022
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1022
  
2014, 2 მარტი, 21:20
ამინ! ღმერთს ებარებოდე.
2014, 2 მარტი, 21:18
მომიტევე უფალო რომ არ ვარ ისეთი ,როგორიც გინდა რომ ვიყო :(:(:( ღმერთმა შეგვაძლებინოს მარხვის სწორი შენახვა
0 1 3