x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შეიყვარეთ სიყვარული. (სასურველია ყველამ გაითვალისწინოს)
მოგესალმებით ჩემო ერთგულნო და არაერთგულნო მკითხველნო. სანამ სტატიის მთავარ აზრზე გადავალ, მინდა პატარა შესავალი ჩემი სიტყვებით დავიწყო, სიტყვებით, რომელიც ყოველთვის მაწუხებდა, მაწუხებს და შემაწუხებს. ადვილი მისახვედრი არ იქნება, რომ სულის ცხონების საკითხი ჩემთვის უპირველესია, თუმცა ჩემი სტატიებიდან გამომდინარე, ამას ადვილად ვერავინ დაიჯერებთ. ჩემი აქ დარეგისტრირების მისიაც სწორედ ეს იყო, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მომეწოდებინა თქვენთვის-ხალხისთვის, თუმცა დღეს სხვისი ცხოვრების თემების განკითხვა უფრო აქტუალური და საინტერესოა ჩვენდა საუბედუროდ, ვიდრე ის, რა გაგვაბედნიერებს და გვაცხონებს. ამის დასტური კი ჩემი საწყისი სტატიებია "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას", რომელიც 3 ნაწილად დავყავი და ჩემდა საუბედუროდ მნახველთა უმრავლესობა არ განუცდია, რაც იმას მოწმობს, რომ ბევრმა საზრდო ვერ მიიღო. საუბარი რომ აღარ გამიგრძელდეს, ვინაიდან მიმხვედრი ისედაც კარგად მიმიხვდება რა მაწუხებს, გადავალ თემაზე:


1928 წელს კრასნოდარის მხარის სოფელ ეკატერინოვკაში პატარა, შეღებილ, თიხისიატაკიან სუფთა სახლში დაიბადა ჩვილი, რომელსაც ვიტალი უწოდეს. ჩვილი დაბადებისთანავე სულიწმიდის სავანე იყო, რვა დღის, საკუთარ ნათლობაზე იღიმებოდა და ემბაზში კი ფეხზე იდგა. სხვა მრავალი ნიშნით იყო საცნაური, რომ ეს არაჩვეულებრივი, ღვთის რჩეული ბავშვი სიწმინდით დაიბადა. სწორედ ამიტომ ჯერ ადრეული ბავშვობიდან აღდგა მის წინააღმდეგ კაცთა მოდგმის მტერი და მისი ყველაზე ახლობელი ადამიანების საშუალებით ებრძოდა. მამის ნათესავებს- დებსა და ბებიას იგი სძულდათ და მინდორში მომუშავე დედამისს ჩვილის გამოსაკვებათ არ უშვებდნენ. ბავშვი მთელი დღის განმავლობაში მშიერი და სველი იწვა, თუმცა იღიმოდა და არ ტიროდა. რაც დედამთილსა და მულებს უფრო აბოროტებდა, ისინი ბავშვს პირში ჩალას სტენიდნენ და ძირს აგდებდნენ.


5 წლის ასაკიდან ვიტალიმ მარხვა დაიწყო. ხოლო როგორც კი გამართულად კითხვა ისწავლა, მისი საყვარელი საკითხავი წიგნი სახარება იყო. ღვთის სიტყვამ მის სუფთა სულზე ისეთი ძლიერი გავლენა მოახდინა, რომ არ შეეძლო, ეს ცოდნა სხვებისთვისაც არ გაეზიარებინა. მას მუდამ თან დაჰქონდა სახარება და ყველას უკითხავდა- სკოლაში ბავშვებს, სოფლის მოხუცებს მათი თავშეყრის ადგილებში, რის გამოც სახლში გვიან ბრუნდებოდა. დედა კი ამ "ქადაგებებისთვის" სჯიდა, რადგან იმ უღვთო დროში "რელიგიის პროპაგანდა" ძალზედ საშიში იყო და იდევნებოდა.


მრავალ სულიერ ნიჭთან ერთად, რომლითაც დაჯილდოვებული იყო ბერი ვიტალი (ბერად აღიკვეცა), განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჭვრეტა, როგორც მომავლის, ასევე უკვე მომხდარი მოვლენების. თავმდაბლობის გამო ცდილობდა დაემალა ეს ნიჭი, მაგრამ ამის დაფარვა შეუძლებელი იყო.



image

(მამა ვიტალის ცხოვრება, ეს არის თემა, რომელზე საუბარიც არასოდეს მომბეზრდება, თუმცა დღეისათვის კმარა და ბევრს აღარ მოვყვები, შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ), ეხლა კი გადავალ თემაზე "შეიყვარეთ სიყვარული", რომელშიც მამა ვიტალიმ დიდი აზრი ჩადო:


მაშასადამე, სქემარქიმანდრიტი ვიტალი გარდაიცვალა 1992 წელს და ის თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მის საფლავზე კი მადლის მისაღებად და ზეთის საცხებად მრავალი მორწმუნე მიდის და ცოცხალი სასწაული მის საფლავზე 2012 წლის ივლისში მე თავად ვიხილე.

სიკვდილის წინაც სწორედ შემდეგი დაიბარა მან: "მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს და მე დაგეხმარებით" და ეს ასეც არის.



" "შეყვარეთ სიყვარული"... შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად ცოცხლობდეთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში! "


სქემარქიმანდრიტი ვიტალი.



P.S. ნუ შეხედავთ ცხონების საქმეს "სკეპტიკურად", გამოფხიზლდით, კვებეთ საკუთარი სულები აუცილებელი საზრდოთი, იტვირთეთ ჯვარი ღირსეულად, მოთმინებით შესვით განსაცდელის ფიალა და მიუახლოვდით უფალს, შეიყვარეთ ერთმანეთი, იყავით თავმდაბალნი, მორჩილნი, გაუღეთ გულის კარი უფალს, ვინაიდან ამაზე მეტი ვერაფერი გაცხონებთ. და როგორც ჩვენი პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია 2-ე ამბობს, "ხარობდეთ ორსავ სოფელსა შინა".



ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი თბილისში და სქემარქიმანდრიტი ვიტალის საფლავი ამ ტაძრის ეზოში:

image
image

5
122
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
122
  
2014, 1 მარტი, 9:58
ცრემლები წამომივიდა მის დარიგებაზე,მაგრამ რაღაც ძალა მომემატა თითქოს... ხანდახან ადამიანები ისეთ რაღაცას უკეთებენ სხვას რომ რთულია პატივს სცემდე ან მითუმეტეს გიყვარდეს.მაგრამ ღმერთი ყველაფერში დაგვეხმარება,ბოროტს ბოროტებით არ უნდ უპასუხოთ,ისიც ეყოფათ უფლის წინაშე პასუხის გაცემა რომ მოუწევთ ყველაფრისთვის
2014, 28 თებერვალი, 22:55
ნურაფერს სთხოვ, მისი მადლი შენს სურვილებს ისედაც შეეწევა ;)
2014, 28 თებერვალი, 22:53
სულ კი ვხედავ ხალხს,ესე ზუსტად არვიცოდი ვისი საფლავია. აუცილებლად შევივლი. ალბათ ვერაფერს ვთხოვ,არ გამომდის ხოლმე მასეთ დროს. მამა გაბრიელის საფლავზეც ადრე რომ ვიყავი,არ ვიცოდი რა მეთხოვა,თითქოს მცხვენია ხოლმე მასეთი რაღაცეების.
2014, 28 თებერვალი, 22:46
ნამდვილად ჩემო კარგო, ჩვეულებრივ მართლმადიდებლური ეკლესიაა, ტაძარში თავად მამა ვიტალის მოძღვარი ალექსანდრეა დაკრძალული და ეზოში კი მამა ვიტალი, რომელიც მამა გაბრიელის მსგავსად სასწაულებს ახდენს და მოვა დრო და ამას ყველა გაიგებს. მე კი რა შემიძლია გირჩიო, ნება შენია, უბრალოდ გვაქვს უხილავი ბრძოლები, რომელებიც უნდა დავძლიოთ. მე პირადად სასწაულს მის საფლავზე უკვე შევესწარი და ამისათვის დიდება უფალს.
2014, 28 თებერვალი, 22:36
ყოველდღე მიწევს ამ ეკლესიასთან გავლა,მაგრამ რაღაცნაირად ვერ აღვიქვამ "ჩემად". პირჯვარიც არვიცი გადავიწერო თუ არა,არადა ჩვეულებრივად მართლმადიდებლრი ეკლესიაა.
0 1 5